მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
დავით მორგოშიამ სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის წევრებს ეკატერინე შარიქაძე წარუდგინა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დავით მორგოშიამ, სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის წევრებს, ახლად დანიშნული ხელმძღვანელი ეკატერინე შარიქაძე წარუდგინა.
 
შეხვედრაზე შეკრებილმა საზოგადოებამ თეატრის გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებზე, წლის განახლებულ სამოქმედო გეგმასა და განსახორციელებელ ცვლილებებზე ისაუბრა.
 
წარდგენას მინისტრის პირველი მოადგილე ბეჟან ნემსაძე, მინისტრის მრჩეველი ბექა ღვაჩლიანი და თეატრის მსახიობები ესწრებოდნენ.
დავით მორგოშიამ შეხვედრაზე მისულ სტუმრებს შობა-ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა.
 
ეკატერინე შარიქაძე სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად 4 წლის ვადით დაინიშნა.