აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი, ზუგდიდში, მერაბ კოსტავას სახელობის პარკში, საქართველოს ეროვნული გმირის გურამ გაბესკირიას ბიუსტის გახსნას დაესწრო. მინისტრმა ბიუსტი გვირგვინით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის მთავრობის აპარატის უფროსი დავით მორგოშია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ ზუგდიდში მდებარე ეროვნულ გმირთა პარკში ასევე განთავსებულია მერაბ კოსტავას, ჟიული შარტავას, გენო ადამიას, მამია ალასანიას და 1924 წლის აჯანყების მონაწილეთა ბიუსტები და მემორიალები.