აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში პროექტ „შემოქმედებითი ზაფხული“-ს დახურვის ღონისძიებას დაესწრო.
დასკვნით ღონისძიებაზე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, აფხაზეთის კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორთან ერთად მონაწილეებს სიტყვით მიმართა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
მინისტრმა და სააგენტოს ხელმძღვანელმა ვალერი არქანიას სახელობის არტგალერეაში წარმოდგენილი კალიგრაფიისა და კერამიკის ნიმუშები დაათვალიერეს და პროექტის მონაწილეები სიმბოლური საჩუქრებითა და სერთიფიკატებით დააჯილდოვეს.
ღონისძიებას აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი, აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, აფხაზეთის განათლების და კულტურის მინისტრის მოადგილე დავით მიქავა, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ლევან თევზაია, კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორი მათე ტაკიძე და ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მამა ლევან ჯანაშია ესწრებოდნენ.
პროექტი აფხაზეთის კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა და მასში აფხაზეთიდან დევნილმა 30-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც კალიგრაფიისა და კერამიკის მასტერკლასები გაიარეს.