მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე გურამ ოდიშარიას ნაწაემოების მიხედვით შექმნილი სპექტაკლი „სასწაულის მოლოდინში“ დაიდგა.
სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე გურამ ოდიშარიას ნაწაემოების მიხედვით შექმნილი სპექტაკლი „სასწაულის მოლოდინში“ დაიდგა.
 
საპრემიერო წარმოდგენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი, მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძესთან, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად დაესწრო.
 
რეჟისორ გიორგი კაშიას სპექტაკლში წარმოდგენილია ორი, 80 წელს მიღწეული ქართველი და აფხაზი მეგობრის ამბავი, რომლებიც ხანგრძლივი განშორების შემდეგ კვლავ სოხუმში ხვდებიან. ისინი იხსენებენ განვლილ წლებს, ახალგაზრდობასა და კონფლიქტამდე ცხოვრებას.
 
სპექტაკლი წარმოადგენს ერთგვარ შემოქმედებით ზრუნვას, რომელიც მიზნად ისახავს ქართველებსა და აფხაზებს შორის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად გაწყვეტილი კავშირების აღდგენას.