მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
ბექა ღვაჩლიანმა ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატები დააჯილდოვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღავჩლიანმა, ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატები დააჯილდოვა.

მინისტრმა ღონისძებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ნიკოლოზ თაბუკაშვილის მოღვაწეობასა და პრემიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ღონისძიებაზე ნიკოლოზ თაბუკაშვილის პრემიის სამი გამარჯვებული გამოვლინდა: I ადგილი - ელდარ ქევშბაია, II ადგილი - ავთანდილ შენგელია, III ადგილი - არჩილ ბლუაშვილი. მათ სახვითი ხელოვნების დარგში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, გამარჯვებულის დიპლომი და ფულადი ჯილდო გადაეცათ.

ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, მხატვართა კავშირისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.