მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
ბექა ღვაჩლიანი მონოგრაფიის – "დანაშაულობის პრევენციის პედაგოგიური საფუძვლები" პრეზენტაციას დაესწრო.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრთა მონოგრაფიის – "დანაშაულობის პრევენციის პედაგოგიური საფუძვლები" პრეზენტაციას დაესწრო.
 
ღონისძიებაზე, პრეზენტაციის ფორმატში, პროფესორ მალხაზ ბაძაღუას და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ მამუკა თავხელიძის მონოგრაფიაში წარმოდგენილი იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: სამართლებრივი სახელმწიფო, მართლწესრიგი და პედაგოგიკა, დანაშაულობის პრევენციის პედაგოგიური ასპექტები, პედაგოგიკის თანამედროვე გამოწვევები, პედაგოგიკა როგორც დანაშაულობის პრევენციის მექანიზმი, პრევენციული პედაგოგიკა, პენიტენციური და პოსტპენიტენციური პედაგოგიკის პრობლემები და სხვა.