- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ბათუმსა და ცაგერში მცხოვრებ აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილ პირებს მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ.
ბენეფიციარებს 10-მდე სხვადასხვა პროფილის, თბილისის წამყვანი კლინიკების, მაღალკვალიფიციური ექიმ სპეციალისტის კონსულტაცია და სხვადასხვა დიაგნოსტიკური კვლევები უფასოდ ჩაუტარდათ, ასევე ექიმის დანიშნულების შესაბამისად საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ.
ღონისძიების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე, სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მომსახურება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილმა 300-მდე პირმა მიიღო.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლევან ჩაკვეტაძესა და ა(ა)იპ საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ ’’აფხაზეთის“ აღმასრულებელ დირექტორ ნაპოლეონ მილორავას შორის საქმიანი შეხვედრა გაიმართა და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.
მემორანდუმის მიზანია, მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, წყნეთსა და ბაგებში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
აქციის მიმდინარეობისას აფხაზეთიდან დევნილებმა სხვადასხვა პროფილის მაღალკვალიფიციური ექიმ-სპეციალისტის კონსულტაციით, ლაბორატორიული და რადიოლოგიური კვლევებით ისარგებლეს, რაც 200-მდე ვიზიტს მოიცავდა. ასევე, დევნილ ბენეფიციარებს დანიშნულების შესაბამისად საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ.
მიმდინარე წლის განმავლობაში სამინისტრომ 9 გასვლითი ღონისძიება განახორციელა, რომლის ფარგლებში მომსახურება 1000-მდე აფხაზეთიდან დევნილმა პირმა მიიღო.
ღონისძიება აფხაზეთის ქონების განკარგვისა და საწარმოთა მართვის სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.
პანაშვიდს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე მთავრობის წევრებთან და დევნილ საზოგადოებასთან ერთად ესწრებოდა.
თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ლევან ჯანაშიამ 1992 წელს გაგრაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 29 წელი გავიდა. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლევან ჩაკვეტაძემ და მთავრობის წევრებმა პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
"დღევანდელი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში განსაკუთრებით მძიმე დღეა, დღეს სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. ამ მძიმე ტრაგედიას ათასობით სიცოცხლე შეეწირა და ასობით ათას ადამიანს სახლის იძულებით დატოვება მოუწია. ამ დღეს ვიხსენებთ მწუხარებით და იმედით, რომელიც ამდენი იძულებით გადაადგილებული ადამიანის გულში რჩება.
პატივს მივაგებთ ჩვენი გმირების და ყველა იმ თანამოქალაქის ხსოვნას, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას“, - განაცხადა ლევან ჩაკვეტაძემ.
დღესვე, გმირთა მოედანზე, საქართველოს პირველი ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ბიუსტი გაიხსნა, რომლის ავტორია მოქანდაკე ავთანდილ მჭედლიშვილი.
ასევე ლევან ჩაკვეტაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე მარიამ კუჭავასთან ერთად, მამია ალასანიას საფლავი ყვავილებით შეამკო.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით იმერეთის რეგიონში, სამტრედიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ.
ღონისძიების ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილებს სხვადასხვა პროფილის მაღალკვალიფიციური ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია, ლაბორატორიული და რადიოლოგიური კვლევები ჩაუტარდათ. ასევე, დევნილ ბენეფიციარებს დანიშნულების შესაბამისად საჭირო მედიკამენტები უფასოდ გადაეცათ.
ასევე, ლევან ჩაკვეტაძემ სამტრედიაში, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მოქმედი პროგრამები გააცნო და საინფორმაციო ბუკლეტები გადასცა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე გამოკვლევების მიმდინარეობას სამინისტროს წარმომადგენლებთან და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერ დავით ბახტაძესთან ერთად დაესწრო. ღონისძიებას ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამედიცინო აქცია COVID-19-ის პრევენციის მოქმედი რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა. პროგრამის მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვადასხვა დარღვევათა ადრეული დიაგნოსტიკა და შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
“30 აგვისტო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეა, როდესაც ჩვენ პატივს მივაგებთ 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად 2000-ზე მეტ უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირს.
ჩვენ ვცდილობთ, დაკარგულთა ოჯახებისადმი გამოვხატოთ გულწრფელი თანაგრძნობა და მხარდაჭერა, მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ მათი ოჯახის წევრები არ არიან დავიწყებული და აქტიურად ვართ ჩართული უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ადგილსამყოფლის დადგენის პროცესში“, - განაცხადა ლევან ჩაკვეტაძემ.
UNHCR-მა გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატსა და დევნილთა სააგენტოს შორის კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაზიარების გასაუმჯობესებლად სამუშაო შეხვედრა გამართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა შეხვედრაზე სამინისტროს საქმიანობის შესახებ უახლესი ინფორმაცია წარადგინა.
შეხვედრის მიზანია კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაზიარების გაუმჯობესება დევნილთა სააგენტოსა და დევნილ მოხალისეთა ქსელს შორის, ასევე დევნილების უშუალო ჩართულობის უზრუნველყოფა ყველა გადაწყვეტილებაში, რომელიც გავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე.
საქართველოში UNHCR-ის ოფისის დაარსების დღიდან ორგანიზაცია ჩართულია დევნილთა დახმარების საკითხებში, ამჟამად ინარჩუნებს დევნილთა დაცვის მონიტორინგისა და ადვოკატირების როლს და ზრდის მის წვდომას საზოგადოების მოხალისეთა ქსელის მეშვეობით. ქსელი მიზნად ისახავს დევნილებთან კომუნიკაციის გაუმჯობესებას და მათ დახმარებას უფრო სწრაფი გადაწყვეტილებებისა და სერვისების წვდომაში რეფერალური სისტემის გაძლიერებით.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ლევან ჩაკვეტაძემ სამინისტროს 2022 წლის 6 თვის საქმიანობის ანგარიში წარადგინა და სამედიცინო და სოციალური მიმართულებებით განხორციელებულ და მიმდინარე პროგრამებზე, მათ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე დეტალურად ისაუბრა.
სხდომაზე ლევან ჩაკვეტაძემ ასევე წარადგინა ინფორმაცია ააიპ - “აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებთან კოორდინაცის სააგენტოს” 2022 წლის 6 თვის განმავლობაში განხორციელებული პროგრამების შესახებ.
მინისტრმა და მთავრობის წევრებმა განიხილეს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საჭიროებები, მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მხარდაჭერის მიზნით სამინისტროს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები.