- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
ამბულატორიული დახმარების პროგრამა:
- კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევების ქვეპროგრამა:
- ეზოგასტროდუოდენოსკოპია ანესთეზიით და ანესთეზიის გარეშე;
- კოლონოსკოპია ანესთეზიით;
- ორივე ქვედა კიდურების სისხლძარღვთა დოპლეროგრაფია;
- ციფრული რენტგეოგრაფია;
- ართროექოსკოპია;
- ექოკარდიოგრაფია;
- კოაგულოგრამა;
- D-დიმერი;
- C-რეაქტიული ცილა;
- სრული ლიპიდური სპექტრი;
- ინსტრუმენტული გამოკვლევების ქვეპროგრამა:
- თავის ტვინის ექსტრა და ინტრაკრანიალური დოპლეროგრაფია;
ჰოსპიტალური დახმარების პროგრამა:
- გეგმიურ კორონარულ ანგიოგრაფიის ქვეპროგრამა;
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით კოპიტნარის დევნილთა და სენაკის სამხედრო დასახლებაში, აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს ჩაუტარდათ შემდეგი მომსახურეობები:
▶ენდოკრინულ დაავადებათა სკრინინგი:
• ენდოკრინოლოგის კონსულტაცია;
▶მხედველობის სკრინინგი:
• ოფთალმოლოგის კონსულტაცია;
• სათვალის რეცეპტის გაცემა (საჭიროების შემთხვევაში).
▶პედიატრის კონსულტაცია;
▶სისხლი მიმოქცევის სისტემის სკრინინგი
• კარდიოლოგის კონსულტაცია;
• ეკგ.
▶ნევროლოგის კონსულტაცია;
▶ოჯახის ექიმის კონსულტაცია;
▶რადიოლოგიური კვლევა;
გამოკვლევებში საქართველოს წამყვანი კლინიკების ექიმ-სპეციალისტები მონაწილეობდნენ. სამედიცინო მომსახურეობა ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების გათვალისწინებით, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და შესაბამისი რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა.
პროგრამის მიმდინარეობას აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე, აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს იმერეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის მოადგილე თენგიზ ლეშკაშელი, აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს სამეგრელო ზემო-სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი კოტე ბასარია და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამედიცინო გასინჯვები სოციალური მხარდაჭერის პროგრამის „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მრავალპროფილური სკრინინგული კვლევის კომპონენტის“ ფარგლებში გაიმართა და მისი მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, მათ შორის, ბავშვთა და მოზრდილთა, ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვადასხვა დარღვევათა ადრეული დიაგნოსტიკა და შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ბათუმში, თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. პროგრამის მიმდინარეობას აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლელა სურმანიძე ესწრებოდნენ.
დევნილებს ენდოკრინულ დაავადებათა და მხედველობის სკრინინგი (საჭიროების შემთხვევაში სათვალის რეცეპტის გაცემა), სისხლის მიმოქცევის სისტემის სკრინინგი, რადიოლოგიური კვლევა და სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია ჩაუტარდათ. დანიშნულების შესაბამისად, პროგრამის ბენეფიციარებს საჭირო მედიკამენტები გადაეცათ.
გამოკვლევებში საქართველოს წამყვანი კლინიკების ექიმ-სპეციალისტები მონაწილეობდნენ. სამედიცინო აქცია ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების გათვალისწინებით, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და შესაბამისი რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა.
პროგრამის ფარგლებში ბათუმში, ასევე, იმყოფებოდნენ აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს იმერეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ნათია კოპალიანი და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.
სამედიცინო გასინჯვები სოციალური მხარდაჭერის პროგრამის „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მრავალპროფილური სკრინინგული კვლევის კომპონენტის“ ფარგლებში გაიმართა და მისი მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, მათ შორის, ბავშვთა და მოზრდილთა, ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვადასხვა დარღვევათა ადრეული დიაგნოსტიკა და შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე რუხის სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარე იმუნიზაციის პროცესს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუველყოფის სააგენტოს დირექტორ ბესარიონ სიმონიშვილთან და ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხარისხის მიმართულების ხელმძღვანელ გვანცა გასვიანთან ერთად გაეცნო.
რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებს შესაძლებლობა აქვთ, ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ქვეყანაში არსებული ოთხივე ვაქცინით ჩაიტარონ.
პანდემიის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლის პროცესში ვაქცინაცია უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია და ვირუსის საბოლოოდ დასამარცხებლად აუცილებელია, ყველამ ჩაიტაროს აცრა.
აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებთან კოორდინაციის სააგენტო რიგ პროგრამებს ახორციელებს, რომელთა შორისაა:
- "ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირთა საკონსულტაციო-სადიაგნოსტიკო მომსახურების ანაზღაურების პროგრამა“ - პროგრამის მიზანია: ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირთა სამედიცინო მომსახურების (ექიმის კონსულტაცია და ამბულატორიული კვლევები) დაფინანსების უზრუნველყოფა შესაბამისი ლიმიტის ფარგლებში. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები, მოქალაქეობის არმქონე პირთათვის მეტად მნიშვნელოვანია იმ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებას არ ექვემდებარება, რადგან რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს ჰოსპიტალური (სტაციონარული) მომსახურების დაფინანსებას, ხოლო ამბულატორიული კომპონენტით ფინანსური მხარდაჭერა მხოლოდ ონკოპაციენტებზე ვრცელდება.
- აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების (მათ შორის კოვიდ- სტაციონარების) მედიკამენტების მხარდაჭერის პროგრამა, რომლის მიზანია ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების (მათ შორის კოვიდ-სტაციონარების) დახმარება საჭირო მედიკამენტებით, მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ქრონიკული დაავადებების გართულებების პრევენციის მიზნით.
- სარიტუალო მომსახურების ანაზღაურების პროგრამა. პროგრამის მიზანია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გარდაცვლილ (მათ შორის კოვიდ-19 ვირუსის შედეგად) ოკუპირებული აფხაზეთში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეთა სარიტუალო მომსახურება და ტრანსპორტირება ენგურის ხიდამდე.
აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სამედიცინო დაწესებულებებთან კოორდინაციის სააგენტო 2021 წლის 1 მარტს დააფუძნა.
აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებთან კოორდინაციის სააგენტოს საქმიანობის მიზანს წარმოადგენს: ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია, საქმიანობის ეფექტიანობის განსაზღვრა და კონტროლი; მათ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციებისა და მოთხოვნების საფუძველზე შესაბამისი პროგრამების განხორციელება; დასაქმებულ პირთა ელექტრონული ბაზის წარმოება; პერსონალის პროფესიული გადამზადების, ცოდნის უნარებისა და კვალიფიკაციის ამაღლებაში ხელშეწყობა; მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვა და არსებული კადრების გადამზადება; სამედიცინო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესწავლა; საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით არასაბიუჯეტო სახსრების გრანტების მოზიდვა, პროექტების შემუშავება და შესაბამის უწყებებთან კოორდინირებით შემდგომი განხორციელება; ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობაზე მუდმივი ზედამხედველობა და გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა; მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და შექმნილი პრობლემების დროს დაუყოვნებლივი რეაგირება; ადმინისტრაციულ საზღვარზე გადმოყვანის პროცედურებში ჩართულობა; საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, შუამდგომლობების მომზადება შესაბამის უწყებებში, რაც დროული დაფინანსებისთვის მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს.
ამბულატორიული დახმარების პროგრამა მოიცავს:
- ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის კომპონენტს:
- ბირთვულ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
- კომპიუტერული ტომოგრაფიული გამოკვლევების კომპონენტს:
- კომპიუტერული ტომოგრაფია;
- კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტით;
- კომპიუტერული ტომოგრაფია ანგიოგრაფიით (კონტრასტით);
- ინსტრუმენტული გამოკვლევების კომპონენტს:
- თავის ტვინის სისხლძარღვთა (ექსტრა და ინტრაკრანიალური) დოპლეროგრაფია;
- ქვედა კიდურების სისხლძარღვთა დოპლეროგრაფია;
- სამკურნალო რეაბილიტაციის კომპონენტი
- შშმპ სტატუსის მქონე, ტრავმის შემდგომი ან ფიზიკური განვითარების დარღვევის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვების სამედიცინო რეაბილიტაცია:
- ზოგადი მასაჟი;
- სამკურნალო ვარჯიში;
- ჰიდროკინეზოთერაპია;
- აპარატურული ფიზიოთერაპია;
- 18 წლის ზევით ასაკის მძიმე ნევროლოგიურ და ტრავმის შემდგომ პაციენტთა რეაბილიტაცია:
- ზოგადი მასაჟი;
- სამკურნალო ვარჯიში;
- ჰიდროკინეზოთერაპია;
- აპარატურული ფიზიოთერაპია;
ჰოსპიტალური დახმარების პროგრამა მოიცავს:
- გეგმიურ კორონარულ ანგიოგრაფიას
სოციალური მხარდაჭერის პროგრამა მოიცავს:
- ჰოსპიტალური მომსახურების, ამბულატორიული ოპერაციული მკურნალობისა და სტაციონარულ პირობებში დიაგნოსტიკის თანადაფინანსების ხელშეწყობის კომპონენტს.
- ონკოპაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების ხელშეწყობის კომპონენტს:
- სხივური თერაპიის თანადაფინანსება.
- ჰორმონო და ქიმიოთერაპიის (მანიპულაცია+მედიკამენტი) თანადაფინანსება.
- სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის თანადაფინანსება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლევან ჩაკვეტაძემ და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ადმინისტრაციის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა თამაზ ბესტაევმა პარლამენტში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები და დევნილობაში მყოფი თანამოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებული მდგომარეობაზე იმსჯელეს.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ერთობლივ სხდომაზე მომხსენებლებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობის, რეფერალური დახმარების პროგრამის შესრულების საკითხსა და დევნილებისთვის გაწეულ სამედიცინო დახმარებების შესახებ ისაუბრეს. ყურადღება გაამახვილეს ასევე იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომლებიც კვლავაც რჩება უწყებების საქმიანობაში.
სხდომის მუშაობაში კანონმდებლებთან ერთად მონაწილეობდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.