
ახალი ამბები





იუსტიციისა და სამოქალაქო ინეტრგაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ, მონაწილეობა მიიღო არასამთავრობო ორგანიზაციის – „აფხაზთა და ქართველთა ერთობის საზოგადოება „ერთობა ხვალისთვის“ მიერ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე.
შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის – „აფხაზთა და ქართველთა ერთობის საზოგადოება „ერთობა ხვალისთვის“ თავმჯდომარე გიორგი შერვაშიძე, თავმჯდომარის მოადგილე შორენა ახალაია, დამფუძნებელი და გამგეობის წევრი მარინა ხანთაძე, მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის პრეზიდენტი მიხეილ ჭელიძე.
მონაწილეებმა განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამჟამად არსებული მდგომარეობა, ისაუბრეს ამ მიმართულებით ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე.
„ძალიან პოზიტიური და ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან.
შეხვედრაზე განვიხილეთ სტუდენტების საინტერესო ინიციატივები. ახალგაზრდებმა გამოხატეს სურვილი მეტი აქტიურობით ჩაერთონ სამშვიდობო პროცესების ხელშემწყობ ღონისძიებებში.
სტუდენტებს გავუზიარე, აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების საკითხებზე ხედვები, მოსაზრებები და გავაცანი, ამ მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები.
მსგავსი შეხვედრები არ იქნება ერთჯერადი ხასიათის და ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით ვიმსჯელებთ და დავგეგმავთ ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს აფხაზ და ქართველ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენასა და შერიგებას.“ - აღნიშნა დავით ფაცაციამ
შეხვედრების მიზანია ოკუპაციის შედეგად დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის და მისი მოგვარების გზების მოძიების პროცესში ახალგაზრდების მეტი ჩართულობის ხელშეწყობა.








დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრებმა მთავრობის წევრებს 2021 წლის იანვარში ოკუპირებულ გალის რაიონში მომხდარი სტიქიური უბედურების (ხანძრის) შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის გაწეული მიზნობრივი დახმარებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
სხდომაზე მოისმინეს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ინფორმაცია აფხაზეთის მთავრობის ჩართულობით „ჩართულობის სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის“ ძირეული ასპექტების შესრულების თაობაზე და სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განახლების მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წინადადებები.
ასევე, განიხილეს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები.




28 მაისს, ქ. ბათუმში იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ, მინისტრის აპარატის იუსტიციის დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსთან - ავთანდილ ხაზალიასთან ერთად, მონაწილეობა მიიღო არასამთავრობო ორგანიზაცია – „აფხაზთა და ქართველთა ერთობის საზოგადოება „ერთობა ხვალისთვის“ და საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ორგანიზებითა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მხარდაჭერით აჭარაში მცხოვრებ აფხაზებთან გამართულ შეხვედრაში.
შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ საქართველოს პარლმანეტის წევრები, ექსპერტები, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
შეხვედრის მონაწილეებმა, ქართულ-აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, იმსჯელეს საქართველოს ერთიანობის, თავისუფლებისა და განვითარებისთვის ყველაზე მნიშნელოვან საკითხებზე -კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზებზე, ქართულ-აფხაზური მეგობრული ურთიერთობების აღდგენასა და შერიგების პროცესების ხელშეწყობაზე.
“ქართულ-აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ვიმსჯელეთ საქართველოს ერთიანობის, თავისუფლებისა და განვითარებისთვის ყველაზე მნიშნელოვან საკითხებზე - კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზებზე, ქართულ-აფხაზური მეგობრული ურთიერთობების აღდგენასა და შერიგების პროცესების ხელშეწყობაზე და ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ ეს შეხვედრა ბათუმში შედგა. რადგანაც, სწორედ ბათუმი არის პირდაპირი ხიდი სოხუმთან, რომელიც აჭარაში მცხოვრებ აფხაზებზე გადის, ამიტომაც აფხაზებისთვის დღემდე ბათუმი და აჭარლები არიანი განსაკუთრებულად ახლოს. ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ აჭარამ და ბათუმმა ომის დროსაც და მის შემდგომ პერიოდშიც განსაკურებული თანადგომა გამოხატეს აფხაზეთის საკითხის მიმართ, რაც დღემდე გრძელდება.
დიდ მადლობას ვუხდი შეხვედრების ორგანიზატორებს, რომლებმაც მოახერხეს სხვადასხვა სფეროსა და კულტურის წარმომადგენლების ერთად შეკრება და ჩვენს საერთო ტკივილზე ერთობლივი მსჯელობის გამართვა. აღსანიშნავია, რომ ამგვარი შეხვედრები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის - ჩვენი დადებითი განწყობის, საერთო კულტურის, ხელოვნების, ტრადიციის საჩვენებლად და იმ ბარიერების დასანგრევად, რომლის აღმართვასაც რამდენიმე ათწლეულია მტრულად განწყობილი ძალები ცდილობენ. მჯერა, რომ მსგავსი ტიპის კონფერენციებით, შეხვედრებით, სხვადასხვა პროგრამებითა და პროექტებით შევძელებთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ერთიანი საზოგადოების მშენებლობას.”- განაცხადა დავით ფაცაციამ.
შეხვედრების მიზანია ოკუპაციის შედეგად დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის და მისი მოგვარების გზების მოძიების პროცესში ფართო მასების ჩართულობის, აფხაზური კულტურისა და ხელონების პოპულარიზაციის ხელშეწყობა.
აღნიშნული საკითხებისადმი მიძღვნილი საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციები და შეხვედრები გაიმართა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
აღსანიშნავია, რომ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის აუცილებელი, ერთობლივი პროცესების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საზოგადოების სხვადასხვა წრეებისა და აფხაზი თანამოქალაქეების აქტიური ჩართულობით, მომავალშიც გეგმავს მსგავსი ტიპის კონფერენციებისა და შეხვედრების ორგანიზების მხარდაჭერას.








- „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი;
- ,,თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი;
- ,,მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი;
- ,,არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი;
- ,,სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი;
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი.


იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ, სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულთან - ბესიკ ამირანაშვილთან ერთად მონაწილეობა მიიღო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გზების ძიებისადმი მიძღვნილ მორიგ სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც ეხებოდა ეკონომიკური და ხალხთა შორის ურთიერთოებების აღდგენას.
სამეცნიერო კონფერენცია არასამთავრობო ორგანიზაცია – „აფხაზთა და ქართველთა ერთობის საზოგადოება „ერთობა ხვალისთვის“, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მხარდაჭერით გაიმართა.
კონფერენციაში, ასევე მონაწილეობდნენ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი - მაკა ბერიძე, სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციის – „აფხაზთა და ქართველთა ერთობის საზოგადოება „ერთობა ხვალისთვის“, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციების ციკლი მიზნად ისახავს სამაჩაბლოსა და აფხაზეთის კონფლიქტის აქტუალიზაციას, კონფლიქტის შედეგად დაშორიშორებულ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენის და მისი მოგვარების გზების მოძიების პროცესში ფართო მასების ჩართულობის, აფხაზური კულტურისა და ხელონების პოპულარიზაციის ხელშეწყობას.
ცნობისთვის, სამეცნიერო კონფერენციები ორი კვირის მანძილზე იმართება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ხოლო შემაჯამებელი კონფერენცია მოეწყობა შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.


