- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით მზიურის პარკში ღონისძიება „აფხაზეთი ფერებში“-მოეწყო. ღონისძიებაზე ონლაინ კონკურსების მხატვრებისთვის „აფხაზეთი ფერებში“ და ფოტოკონკურსი „საერთო ტრადიციებით, საერთო მომავლისკენ“. გამრჯვებულების დაჯილდოება გაიმართა .
ღონისძიების ფარგლებში კონკურსებში გამარჯვებულებს სიგელები, სპეციალური პრიზები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ. ასევე, მზიურის პარკში საკონკურსო ნამუშევრების გამოფენა და კატალოგის „აფხაზეთი ფერებში“ პრეზენტაცია გაიმართა.
გამარჯვებულ კონკურსანტებს ჯილდოები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - რუსლან აბაშიძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ გადასცეს.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ინიციატივითა და სსიპ - "კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს" მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 31 აგვისტოსა და 2 სექტემბერს ქალაქ ფოთსა და ზუგდიდში ჩატარდა ღონისძიება - "ჯანსაღი ცხოვრების წესი და ბუნებაზე ზრუნვა - ჩვენი არჩევანია".
ღონისძიების ფარგლებში 10-14 წლამდე ასაკის, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების მონაწილეობით გაიმართა მინი ფეხბურთის ტურნირები და მოეწყო დასუფთავების აქციები.
პროექტის - "ჯანსაღი ცხოვრების წესი და ბუნებაზე ზრუნვა - ჩვენი არჩევანია" მიზანია აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მათი ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება და გარემოს დაცვით აქტივობებში მონაწილეობით, ბუნების მიმართ პასუხისმგებლობის გაცნობიერების ხელშეწყობა.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მიერ გამოცხადებული ფოტოკონკურსი „საერთო ტრადიციებით, საერთო მომავლისკენ“ დასრულდა. კონკურსში მონაწილე ათობით ნამუშევრიდან საკონკურსო კომისიის მიერ გამოვლენილ იქნა 10 საუკეთესო ფოტო, რომელთა ავტორებს გადაეცემათ სიგელები, ხოლო I, II, III ადგილის მფლობელები დაჯილდოვდებიან სასაჩუქრე ვაუჩერებით.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ აფხაზეთის თემატიკით დაინტერესებულ, როგორც პროფესიონალ, ისე მოყვარულ ფოტოგრაფებს. პროექტის მთავარი ამოცანაა აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად გახლეჩილ საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესების ხელშემწყობი თემების ერთ კადრად გარდაქმნა და ენგურს მიღმა მცხოვრები თანამოქალაქეებისთვის გაგზავნა, როგორც სურვილი და ხედვა საერთო მომავლისა.
საუკეთესო ნამუშევრები ავტორები:
1. კარლო სალუქვაძე
2. თინა მაისურაძე
3. ვაჟა თოფურია
4. ლევან ლუტიძე
5. ირინა მალახოვა
6. ანანო ფეიქრიშვილი
7. ბარბარე რუსიაშვილი
8. ანა შენგელია
9. ინგა ჟვანია
10. ქეთევან ბრაგვაძე
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მიერ გამოცხადებული ონლაინ კონკურსი ჟურნალისტებისთვის ,,ენგურს იქით სანაპირო“ დასრულდა.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლო აფხაზეთის თემატიკით დაინტერესებულ ჟურნალისტებს. პროექტის მიზანია ჟურნალისტების ჩართულობით აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად გახლეჩილ საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესების ხელშეწყობა, სამშვიდობო და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესების განვითარება.
საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს გადაეცემათ სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები. I, II, III ადგილის მფლობელები კი დაჯილდოვდებიან სასაჩუქრე ვაუჩერებით.
კონკურსში მონაწილე ათობით ნამუშევრიდან საკონკურსო კომისიის მიერ გამოვლენილ იქნა 8 საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევარი:
1. ქეთი ხატიაშვილი - „19 წლის აფხაზი სტუდენტი გოგოს სამირას დღიურებიდან“;
2. თამარ ბუბაშვილი - „აფხაზეთი იმედის დილაში“ (ვიდეო სიუჟეტი);
3. გულიადა ჭკადუა - „რამდენიმე ფრაგმენტი სურათისათვის“;
4. ნანული ცხვედიანი - „ჩემო უყვავილო ანგელოზებო“;
5. თეონა ზანთარაია - „ერთი დღე ოკუპირებულ აფხაზეთში - როგორია ცხოვრება ენგურს გაღმა საქართველოში და როგორ ხვდებიან აფხაზურ ქორწილში ქართველებს ომის შემდეგ“;
6. ირმა ჯანგირაშვილი - „ენგურს გაღმა დაკარგული იები“;
7. ნინო შონია - „ენგურს იქით სანაპირო“;
8. ნინო ჩიფქიური - „როგორ ებრძვიან ახალ კორონა ვირუსს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში“.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდს და დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პარაკლისს დაესწრო.
სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ვეტერანები და დევნილი საზოგადოება, რომლებმაც პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.
90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული 13 იდენტიფიცირებული პირის ცხედრის (8 სამხედრო, 5 მშვიდობიანი მოქალაქე) საქართველოში გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.
იდენტიფიცირებულთაგან 2 ნეშტს დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მიერ გამოცხადებული ონლაინ კონკურსი მხატვრებისთვის „აფხაზეთი ფერებში“ დასრულდა.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლო ყველა იმ პროფესიონალ, თუ მოყვარულ ხელოვანს, რომელთა შემოქმედება დაკავშირებულია აფხაზეთთან. პროექტის მიზანია კულტურის აღნიშნული სფეროს წარმომადგენლების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია, რადგანაც ხელოვნებას და კულტურას განსაკუთრებული წვლილი შეაქვს სამშვიდობო და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესების განვითარბაში.
კონკურსში მონაწილე ათობით ნამუშევრიდან საკონკურსო კომისიის მიერ გამოვლენილ იქნა 10 საუკეთესო ნამუშევარი:
- მურთაზ შურღაია- „უსასრულობა”;
- ჯემალ ბასარია-„მოქვის ტაძარი“;
- ამირან კუპრავა-„სოხუმის აეროპორტი“;
- ზვიად ყიფიანი-„აფხაზეთის მოლოდინი“;
- გოჩა ზირაქიშვილი-„სიმშვიდე“;
- ეკატერინე ქარჩავა-„შერიგება“;
- ხუტა კვარაცხელია-„იქ აფხაზეთია“;
- ელდარ ქავშბაია-„მიტოვებული ნაპირი“;
- თეკლა მელაძე-„მგზავრის მოლოდინი“;
- ავთანდილ შენგელია-„იალქნები“.
2008 წლის აგვისტოს ომის 12 წლის თავზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარე რუსლან აბაშიძემ, თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ, მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირი სამხედროების ხსოვნას.
“2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, საქართველოს უახლეს ისტორიაში არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენა, რომლის შედეგად ასობით მშვიდობიანი საქართველოს მოქალაქე და გმირი ჯარისკაცი დაიღუპა, ათეულობით ათასი მოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლ-კარი. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ინტერვენციის შედეგად ოკუპირებულ იქნა საქართველოს ტერიტორიის 20%.
რუსეთის ფედერაციის მიერ დღემდე გრძელდება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში შელახვა და უკანონო ბორდერიზაცია.
საქართველოს ხელისუფლება არასდროს შეეგუება ქვეყნის ოკუპაციას და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ქვეყნის დემოკრატიზაციის, ეკონომიკის განვითარების და თანმიმდევრული სამშვიდობო პოლიტიკის გზით შეძლებს ქვეყნის დეოკუპაციას და ხელოვნურად დაშორიშორებული საზოგადოებების, ერთიან სახელმწიფოში თანაცხოვრების უზრუნველყოფას” - აღნიშნა დავით ფაცაციამ.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ურთიერთთანამშრომლობა მიზნად ისახავს ნდობის აღდგენისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშემწყობ, ერთობლივი კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და მასში აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას.
მემორანდუმს ხელი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა, დავით ფაცაციამ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა (კანცლერმა), კარლო კოპალიანმა მოაწერეს.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრმა დავით ფაცაციამ, აფხაზეთის ავტოპნომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს რუსლან აბაშიძეს, მიმდინარე წლის პირველი ორი კვარტლის ანგარიში წარუდგინა. პრეზენტაციაზე პროგრამის „სამშვიდობო ინიციატივები, სამოქალაქო ინტეგრაცია, ნდობის აღდგენის მხარდაჭერა და დიალოგისკენ მიმართული შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში განხორციელებული პროექტები შეაჯამეს, ასევე საერთაშორისო ღონისძიებები - ,,დიასპორები ერთიანი საქართველოსთვის“ და „სახალხო დიპლომატიის როლი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში“.
ანგარიშში, პანდემიის პირობებში არსებული სოციალური და სამოქალაქო პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მინისტრის აპარატის მიერ, დისტანციურ სამუშაო რეჟიმში დაგეგმილი და ჩატარებული სამუშაოების, მათ შორის სხვადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობით, ომის ვეტერნ, სოციალურად დაუცველ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დევნილი ოჯახების მიმართ გაწეული დახმარების შესახებაც ისაუბრეს.
პრეზენტაციის დასკვნით ნაწილში მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
პროფესიონალი ფოტოგრაფებისა და ფოტოგრაფიის მოყვარულთათვის!
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი აცხადებს ფოტოკონკურსს „საერთო ტრადიციებით საერთო მომავლისკენ“. პროექტის მთავარი გამოწვევაა ქვემოთ მოცემული საკონკურსო თემების ერთი კადრით გადმოცემა:
- წარმატებული აფხაზეთელები (მათი წარმატებული საქმიანობის წარმოჩენა)
- დევნილთა კომპაქტური ჩასახლებები
- როგორია „თქვენი გზავნილი“ ენგურს მიღმა მცხოვრები თანამოქალაქეებისათვის.
- თქვენი ხედვა ევროპულ სივრცეში ერთიანი საქართველოს იდეისა.
- საერთო ტრადიციებით საერთო მომავლისკენ
პროექტს ეყოლება ჟიური, რომელიც 20 საუკეთესო ფოტოს შეარჩევს და მათგან გამარჯვებულებს შემდეგ საპრიზო ნომინაციებში გამოავლენს:
- პროექტის რჩეული (1500 ლარის სასაჩუქრე ვაუჩერი)
- საუკეთესო გზავნილი (800 ლარის სასაჩუქრე ვაუჩერი)
- ყველაზე კრეატიული (700 ლარის სასაჩუქრე ვაუჩერი)
მონაწილეებისთვის მთავარი ამოცანაა ფოტო-კადრის, ე.წ. „მესიჯ ბოქსად“ გარდაქმნა და ენგურს მიღმა დარჩენილი თანამოქალაქეებისთვის გაგზავნა, როგორც სურვილი და ხედვა ჩვენი საერთო მომავლისა.
ყველა დაინტერესებულმა პირმა, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა გაიაროს რეგისტრაცია ქვემოთ მითითებული აპლიკაციის მეშვეობით.
რეგისტრაციის გავლის ბოლო ვადაა 31 ივლისი (31.07.20)
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი ჟურნალისტებისთვის აცხადებს კონკურსს, სახელწოდებით ,,ენგურს იქით სანაპირო“.
მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს. კონკურსანტმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია ქვემოთ მითითებულ ბმულზე და ატვირთოს აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებული ჟურნალისტური ნამუშევარი (სტატია, ესსე ან ვიდეო რგოლი).
ერთ მონაწილეს შეუძლია მხოლოდ ერთი ნამუშევრის გამოგზავნა.
პროექტის გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური. I, II, III ადგილის მფლობელებს გადაეცემათ სასაჩუქრე ვაუჩერები:
I ადგილი - 2000 ლარანი ვაუჩერი
II ადგილი - 1000 ლარიანი ვაუჩერი
III ადგილი - 500 ლარიანი ვაუჩერი
10 საუკეთესო ნაშრომის ავტორი დაჯილდოვდება სამახსოვრო საჩუქრებით და მათი ჟურნალისტური ნამუშევარი გამოქვეყნდება ონლაინ ჟურნალში.
ჟურნალისტური ნამუშევრების გამოგზავნის ბოლო ვადაა 30 ივლისი.
გაიარე რეგისტრაცია