სასტუმრო „კოპალაში” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად სამშვიდობო ინიციატივათა პროგრამის ფარგლებში პროექტი ,,საერთო წარსულით საერთო მომავლისაკენ” განახორციელა.
პროექტის მიზანი იყო სამშვიდობო ინიციატივათა მხარდაჭერა, სამოქალაქო ცნობიერებისა და პასუხისმგებლობის ამაღლება ახალგაზრდებში, კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია.
შეხვედრები გაიმართა ცნობილ და წარმატებულ ადამიანებთან, სამშვიდობო ინიციატივებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ჩატარდა მასტერკლასები.
ასევე, საღამოზე „ქართული კალიგრაფიისა” და „აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის” გამოფენა მოეწყო.
ღონისძიების ბოლოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ პეტრე კანკავამ მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.
პროექტის პარტნიორები იყვნნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი”, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, საერთაშორისო ორგანიზაცია „რონდინე”, სასტუმრო „კოპალა” (წყნეთი), კომპანიები „პროფილი” და „მარიგოლდი”.
პროექტს შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე ბელა კოპალიანი ხელმძღვანელობდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კონფერენცია „აფხაზეთი – არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და პერსპექტივები” გაიმართა.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ორი თემა: ნდობის აღდგენის და შერიგების საერთაშორისო მექანიზმები და ნდობის აღდგენისა და შერიგების შიდა სახელმწიფოებრივი მექანიზმები.
კონფერენციაზე განიხილეს თემები რომელიც ეხება აფხაზეთის დღევანდელ მდგომარეობას სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ სფეროში. ასევე იმსჯელეს თუ რა მექანიზმების შემუშავებაა საჭირო სამომავლოდ აფხაზეთში არსებული პრობლემების დასაძლევად როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.
შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა, კავკასიური სახლის დირექტორი გიორგი კანაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ქეთევან ჭუმბაძე, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე ბელა კოპალიანი.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, აგრეთვე გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნილ სკოტი, სამეცნიერო წრეების, „სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტის” დირექტორი ალექსანდრე რუსეცკი, კავკასიური სახლის დირექტორი გიორგი კანაშვილი, საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის დირექტორი გიგა გაბელაია, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წარმომადგენელი ზვიად თავაძე, ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ია თიკანაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ქეთევან ჭუმბაძე, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის დირექტორი ეკა მეტრეველი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ჯემალ გახოკიძე, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.
კონფერენციის ბოლოს სხვადასხვა თემის ირგვლივ პანელური დისკუსიები გაიმართა.
ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ორგანიზებით პროექტში – „გლოუ ბანაკი“, იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩართულობის მიზნით თბილისსა და ქუთაისში საინფორმაციო სესიები ჩატარდა. იმერეთში დევნილ ახალგაზრდებთან შეხვედრას ორგანიზება გაუწია აფხაზეთის ა/რ იმერეთის წარმომადგენლობამ, ხოლო თბილისის მაშტაბით ჩართულები იყვნენ დევნილთა საქმეების დეპარტამენტი და აფხაზეთის ა/რ წარმომადგენლობა აღმოსავლეთ საქართველოში.
შეხვედრაზე „გლოუ საქართველო“- ს წარმომადგენლებმა დევნილ ახალგაზრდებს ბანაკის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და შეკითხვებს უპასუხეს. მათი ხედვაა გოგონები გახდნენ ინფორმირებულნი და ძლიერი ლიდერები საკუთარ თემში, გააცნობიერონ თანაბარი შესაძლებლობები და იმუშაონ საქართველოში სხვა ადამიანებთან ერთად ეროვნული მასშტაბის პრობლემების გადასაჭრელად. ამისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართველი გოგონების განათლება და გაძლიერება, განსაკუთრებით, ნაკლებად განვითარებულ საზოგადოებებში.
ერთ კვირიანი გლოუ ბანაკი განკუთვნილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები განსხვავებული ეკონომიკური მდგომარეობისა თუ ეთნიკური კუთვნილების 14–17 წლის ასაკის გოგონებისთვის. „გლოუ ბანაკი“ გაიმართება ბაქსვუდის სკოლაში, წყნეთში, თბილისთან ახლოს 2017 წლის აგვისტოში.
ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატში არასამთავრობო ორგანიზაცია „გლოუ საქართველო“-ს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე პროექტში – „გლოუ ბანაკი“, რომლის მიზანია საქართველოში გოგონების თვალსაწიერის გაფართოვება, განათლების, გაღრმავება, გამოცდილების გამდიდრება და გაძლიერება მათში ლიდერული უნარჩვევების განვითარების გზით, იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩართულობის საკითხი განიხილეს. გადაწყდა, რომ ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი აღნიშნული პროექტის განხორციელებაში, იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩართულობის მიზნით უზრუნველყოფს საინფორმაციო შეხვედრებს ქ. თბილისსა და ქ. ქუთაისში. მხარეები ასევე შეთანხმდნენ ჩართულობის გაზრდაზე და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერაზე.
ერთობლივი პროექტის – „გლოუ ბანაკი“-ს ფარგლებში მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები პროექტის შექმნისა და მართვის, სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და მოხალისეობის შესახებ. ასევე კონცენტრირდებიან ისეთი კონკრეტული ლიდერული უნარების განვითარებაზე, როგორიცაა ამოცანების გადაწყვეტა, პრობლემების გადაჭრა, მიზნების დასახვა, გუნდური მუშაობა, კომუნიკაცია და სხვა. ამავდროულად, მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, ერთად მისდიონ ჯანსაღი ცხოვრების წესს, განიხილონ ისეთ საკითხები, როგორიცაა გენდერული როლები, ქალებზე ძალადობა და ქალთა უფლებები, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ტოლერანტობა, მიმღებლობა და თვითშეფასება.
ერთ კვირიანი გლოუ ბანაკი განკუთვნილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები განსხვავებული ეკონომიკური მდგომარეობისა თუ ეთნიკური კუთვნილების 14–17 წლის ასაკის გოგონებისთვის. „გლოუ ბანაკი“ გაიმართება ბაქსვუდის სკოლაში, წყნეთში, თბილისთან ახლოს 2017 წლის აგვისტოში.
2017 წლის 10-13 მარტს, ფლორენციაში (იტალია), რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის ორგანიზებით, ჩატარდა კონფერენცია თემაზე – „პლანეტა დედამიწა 2017 წლის მემკვიდრეობა, ინტელექტუალური მოგზაურობა, ინტელექტუალური არქიტექტურა, მემკვიდრეობა და დიალოგის წარმართვა“. ასევე, მოეწყო ფონდის მე-19 საერთაშორისო ექსპერტთა ასამბლეა.
საერთაშორისო კონფერენციამ და ასამბლეამ 5 კონტინენტიდან თავი მოუყარა 45 ქვეყნის პროფესორებს, მკვლევრებს, აკადემიკოსებს, რომელნიც მუშაობენ მსოფლიოში კულტურათაშორისი დიალოგის განვითარების მიზნით. საერთაშორისო მასშტაბით შექმნილია ექსპერტთა და პარტნიორ ორგანიზაციათა ქსელი, რომელშიც შესულია 500-ზე მეტი უნივერსიტეტი და 80-ზე მეტ ქვეყანაში დაფუძნებული საგანმანათლებლო ცენტრები.ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით,პარტნიორ ინსტუტუციათა შორისაა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში პროექტებისა ახორციელებს ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი.
საერთაშორისო კონფერენციაზე და ექსპერტთა მე-19 ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ქალბატონი ბელა კოპალიანი, რომელმაც თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა შემდეგ საკითხებზე: თანამშრომლობა კულტურათაშორისი დიალოგის წარმართვისა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციისათვის. გამოსვლაში ხაზგასმით იყო აღნიშნული, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას და ცივილიზაციათა შორის ინტენსიურ კულტურულ დიალოგს. ხაზი გაესვა იმასაც, რომსაქართველო დღეს უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას, რათა გაიკაფოს გზა ევროინტეგრაციისაკენ. მან ასევე, აღნიშნა, რომდიდი მნიშვნელობა ენიჭება ისეთ ქვყნებთან და ისეთ ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობას, რომელთაც ამ კუთხით გამოცდილება აქვთ და რომ საქართველოსა და მისი ხელისუფლების სწრაფვა ევროინტეგრაციის გზაზე შეუქცევადი პროცესია.
გამოსვლისას აქცენტი გაკეთდა აფხაზეთის პრობლემატიკასთან მიმართებაში და ასევეაღინიშნა, თუ რა პრობლემების წინაშე დგას დღეს აფხაზეთში არსებული მხატვრულ-ისტორიული მნიშვნელობის მქონე უნიკალური ქრისტიანული საკულტო ნაგებობები, კედლის მხატვრობის უძველესი ქართული წარწერები და რომ მნიშვნელოვანია ამ კუთხით შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა და მათთან ერთად შესწავლა იმისა, თუ რა ზიანი მიადგა იქ არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს,რათა შესაბამისად მომზადდეს სამოქმედო გეგმა. ასევე,განსაკუთრებულად ხაზი გაესვა ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას პროცესებში, რომელიც დაფუძნებული უნდა იყოს ნდობის აღდგენაზე და შერიგებაზე.პროფესორმა, ქალბატონმა ბელა კოპალიანმა ისაუბრა, ასევე პუბლიკაციაზე, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩვენს პროექტებში ჩართულ ახალგაზრდებს, მათ ხედვებს მიეძღვნება….
პარალელურად ღონისძიებისა, ქალბატონმა ბელა კოპალიანმა გამართა შეხვედრები საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებთან, სხვადასხვა ქვეყნების უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან. აღნიშნულ შეხვედრებზე განხილულ იქნა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები ახალგაზრდობისა და პროფესურის ჩართულობის კუთხით.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ განხორციელებული წინა პროექტები (3 პროექტი) აღიარებულ იქნა, როგორც საუკეთესო, შედეგზე ორიენტირებულ პროექტთა შორის.
საქართველოს მწერალთა სახლში მწერალ შორენა ლებანიძის დოკუმენტური რომანის „მანანა ანუა – ტყვეობის ორმოცდათორმეტი დღე” აფხაზურენოვანი ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა.
დოკუმენტური რომანი, ნაწარმოების მთავარი გმირის, ქალბატონი მანანა ანუას ნაამბობს ეფუძნება და ქართულ-აფხაზური ოჯახის ტრაგედიას აღწერს. ავტორის მზერა მიპყრობილია აფხაზეთის მთებში ჩაკარგული პატარა სოფლის, კომანის, ეკლესიისკენ, სადაც დრამატული მოვლენები შემაძრწუნებელი სისწრაფით ვითარდება. მკითხველი ეცნობა ადამიანებს, რომლებიც თავსდატეხილმა უბედურებამ ეკლესიაში გამოკეტა და რომლებიც ბედისწერის მორიგ გამოწვევებს ჯანსაღი ცხოვრებისეული პოზიციით, მაღალადამიანური თვისებებით დაუპირისპირდნენ.
წიგნი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ითარგმნა. რომანი აფხაზურ ენაზე ჟურნალისტმა ირმა ოსიამ თარგმნა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით გვაძაბია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხვა წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
საერთაშორისო პროექტმა – „კულტურათაშორისი დიალოგი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში“, რომელიც აფხაზეთის მთავრობასა და რომუალდო დელ ბიანკოს ფონდს შორის არსებული მემორანდუმის საფუძველზე განახორციელა ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატმა, იტალიაში, კერძოდ კი ქ. ფლორენციაში, ამჟამად ქ. ბათუმში გადმოინაცვლა.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერო სკოლა „გორდა”-ს ორგანიზებით ღონისძიება სახელწოდებით „საერთო წარსულით, საერთო მომავლისკენ” გაიმართა, რომელიც მდიდარი ქართულ-აფხაზური კულტურის წარმოჩენას ემსახურებოდა.
ღონისძიებაზე სკოლის აღსაზრდელებმა დამსწრე საზოგადოებას აფხაზეთის თემაზე შექმნილი მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარუდგინეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის მთავრობის საპატიო სიგელებით დააჯილდოვა ორგანიზაცია „სოროპტიმისტ ინტერნაციონალის” დამფუძნებელი ნათელა დუმბაძე, სკოლა „გორდა”-ს დირექტორი ნინო მურვანიძე, ხოლო მწერალ ანზორ კუდბას დაბადების დღე მიულოცა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სასულიერო პირები და აჭარაში მცხოვრები აფხაზები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და რომუალდო დელ ბიანკოს ფონდს შორის 2014 წელს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში იტალიის ქალაქ ფლორენციაში 13-20 ნოემბერს ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მინისტრის აპარატის ორგანიზებით საერთაშორისო პროექტი “კულტურათაშორისი დიალოგი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში” განხორციელდა.
პროექტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის წევრ ადა მარშანიას, საქართველოს საელჩოს იტალიის რესპუბლიკაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, რომაულდო დელ ბიანკოს ფონდის, ორგანიზაცია „რონდინე”-ს, საქართველოს საპატრიარქოს, რობერტ კენედის ფონდის, ერნესტო ბალდუჩის ფონდის, აჭარის სკოლა „გორდა”-სა და სხვადახვა ქვეყნის უნივერსიტეტების მხარდაჭერით განხორციელდა.
პროექტში რვა ქვეყნა იღებდა მონაწილეობას. საქართველოს დელეგაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ ყოლბაიას ხელმძღვანელობით წარადგენდნენ საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები. პროექტში ასევე ჩართულები იყვნენ აფხაზი ახალგაზრდები.
საერთაშორისო სამეცნიერო შეხვედრებზე სხვა ქვეყნების უნივერსიტეტების პროფესორებთან ერთად ლექციები საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრმა, პროფესორმა ვახტანგ თორდიამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა ვაჟა შუბითიძემ და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამა ადამმა (ვახტანგ ახალაძე) წაიკითხეს.
საერთაშორისო პროექტის ფარგლებში ფლორენციაში ქართველების, აფხაზებისა და ჩეჩნების მონაწილეობით ფოლკლორის საღამო გაიმართა.
პროექტის მიზანი იყო საქართველოს აქტიური ჩართულობა ინტერკულტურულ დიალოგში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების გამახვილება ქართულ-აფხაზური კულტურული ფასეულობების შენარჩუნების პროცესში, ქართველ და აფხაზ ახალგაზრდებს შორის ურთიერთობებისა და ნდობის აღდგენა, სახალხო დიპლომატიის ხელშეწყობა.
პროექტის მე-2 ეტაპი იგეგმება საქართველოში, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მონაწილეობით საერთაშორისო ინტერკულტურულ ფორუმს ითვალისწინებს.