აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი/ახალი ამბები
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრაში ასევე, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია და სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი მონაწილეობდნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა სტუდენტებს, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს, ის საგანმანათლებლო პროგრამები გააცნეს, რომელთა მიზანია განათლების უფლების რეალიზაციის კუთხით საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა მიმართ პრო ბონო სამედიაციო პროცესებით უზრუნველყოფის ხელშეწყობა. სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, სპეციალურად ამ სამიზნე ჯგუფებისთვის, დაიგეგმება ტრენინგები და განხორციელდება სხვადასხვა სახის პროექტები, მათ შორის, მედიაციის საზაფხულო სკოლა სტუდენტებისთვის, პარალეგალების მომზადების პროგრამა და სხვა.
ღონისძიებას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) თავმჯდომარე, სამართლისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჯემალ გახოკიძე და ამავე უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ ქალაქ ზუგდიდში პროექტი „ინოვაციური ხიდი“ გახსნეს.
აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს ორთვიან სასწავლო კურსს გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები 30 ახალგაზრდის ჩართულობით. პროექტის ფარგლებში მოზარდები გადამზადდებიან დეზინფორმაციასთან ბრძოლის, მედია პროდუქტის მომზადებისა (გადაღება-მონტაჟი) და გრაფიკული არქიტექტურის მიმართულებებით.
„ინოვაციური ხიდის“ მიზანია ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მხარდაჭერა კონსტრუქციული დიალოგის, ყალბი ამბების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლისა და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების გზით.
ღონისძიებას აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა, ქალაქ ზუგდიდის ვიცე-მერი კონსტანტინე კაკავა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ინოვაციური ხიდი“ მინისტრის აპარატის პროგრამის „მშვიდობის ლაბორატორია“ ფარგლებში ხორციელდება.
 
 
 
 
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე გახსნეს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები გადამზადდებიან სამოქალაქო ინტეგრაციის, გუნდური მუშაობის, ლიდერობის, კომუნიკაციის პრინციპებისა და სხვა აქტუალური საკითხების მიმართულებებით.
ზემოაღნიშნულ პროგრამას მინისტრის აპარატი რეგიონებში დევნილ მოზარდთა მხარდაჭერისა და გაძლიერების ფარგლებში ახორციელებს და აქ მიღებული გამოცდილება მონაწილეებს განვითარებასა და სწორი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში შეუწყობს ხელს.
ამ დრომდე ანალოგიური საგანმანათლებლო-შემეცნებითი სივრცე წარმატებით ფუნქციონირებდა ხონის მუნიციპალიტეტში, სადაც დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცის მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
ღონისძიებას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა, ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, მინისტრის აპარატისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატი აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტებისთვის ახორციელებს პროექტს „სისხლის სამართლის პროცესის პრაქტიკუმი სტუდენტებისთვის“.

პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული/სამართლის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის 30 სტუდენტისთვის სისხლის სამართლის პროცესის  პრაქტიკულ სწავლებას.

პროექტის მონაწილეებს სამი თვის განმავლობაში ჩაუტარდებათ ტრენინგები  კრიმინალისტიკის, კრიმინოლოგიის, ოპერატიული სამძებრო საქმიანობის და სისხლის სამართლის სხვა დისციპლინებში. სტუდენტები, ასევე, დაესწრებიან სისხლის სამართლის საქმის განხილვებს ყველა ინსტანციის სასამართლოში.

აღნიშნული კურსის ბოლოს ტესტირების შედეგების გათვალისწინებით, პროექტის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
 
მემორანდუმს ხელი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ მოაწერეს.
 
აღნიშნული დოკუმენტით გათვალისწინებული თანამშრომლობის ფარგლებში, ერთობლივი ძალისხმევითა და მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებები დაიგეგმება და განხორციელდება.
 
თითოეული აქტივობის მიზანი იქნება ახალგაზრდების გაძლიერება, მათი კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და დასაქმების ხელშეწყობის გზით, აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურებში სტუდენტთა პრაქტიკისა და სტაჟირების, ასევე სხვადასხვა მიზნობრივ პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობით.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია პირველ მოადგილე გიორგი გაბედავასთან ერთად რომის სამრევლოს საკვირაო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა და სპეციალურად მათთვის შეძენილი საჩუქრები გადასცა.
 
შეხვედრაში, ასევე, რომის სამრევლოს წინამძღვარი არქიმანდრიტი იოანე ხელაია და სკოლის პედაგოგები მონაწილეობდნენ.
 
სკოლაში ამ ეტაპზე 40 მოსწავლე სწავლობს, მათ შორის არიან აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებიც. სამშობლოდან შორს მყოფი მოზარდები ეუფლებიან ქართულ ენასა და ლიტერატურას, სწავლობენ საქართველოს ისტორიას, ქართულ ხალხურ ცეკვას და მუსიკას, ეცნობიან ქართულ კულტურას.
 
„ჩვენთვის ცნობილია რომ სკოლაში „ფესვები“ ქართულ-აფხაზური ურთიერთობებისა და კულტურის პოპულარიზაციის მიზნით ხშირად ეწყობა კულტურული საღამოები და სხვადსხვა საინტერესო ღონისძიებები. მინისტრის აპარატი, შესაძლებლობის ფარგლებში, ყოველთვის მზადაა მხარი დაუჭიროს ჩვენი მოზარდებისთვის აუცილებელ და სასარგებლო აქტივობებს“-აღნიშნა ნანა გაბელიამ.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია იტალიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს შეხვდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო კვლევითი თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა. შესაბამის დოკუმენტს ხელი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ და რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების ასოცირებულმა პროფესორმა რომინა გურაშმა მოაწერეს ხელი.
აღნიშნული შეთანხმების თანახმად, ხელმომწერი მხარეები ერთობლივ სამეცნიერო-კვლევით პროექტებს განახორციელებენ, რაც მიზნად ისახავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქართულ-აფხაზურ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობას. ამასთანავე, ამ მიმართულებით იგეგმება, მინისტრის აპარატის მიერ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, ტრენინგებისა და პროფესიული განვითარების პროგრამების განხორციელება, რომელთა ფარგლებში წარმოდგენილი ერთობლივი სამეცნიერო ნაშრომები პუბლიკაციების სახით დაიბეჭდება.
ასევე, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები საქართველოს კონფლიქტების შესახებ უნივერსიტეტში დაცულ სამეცნიერო ნაშრომებს გაეცნენ და რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას კონფლიქტოლოგიის თემაზე გამოცემული ქართულენოვანი წიგნები გადასცეს.
შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა ესწრებოდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია იტალიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, რომის ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა წმინდა საყდართან (ვატიკანი) ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონმა გახსნეს.
შეხვედრის მიმდინარეობისას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების გზების ძიების პროცესებში დევნილი ემიგრანტების ჩართულობისა და ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაციის საქმეში მათი როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს მინისტრის აპარატის მიერ შემუშავებული, დიასპორისა და დევნილ ემიგრანტთა მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული პროექტები და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო. ნანა გაბელიამ დევნილ ემიგრანტებს სპეციალურად ქართული დიასპორებისთვის შექმნილი საკომუნიკაციო ონლაინ პლატფორმა წარუდგინა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას, ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მექანიზმებს. მონაწილეებმა ასევე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობების გაღრმავებას, ერთობლივი ღონისძიებების და ქართულ-აფხაზური კულტურული შეხვედრების ორგანიზებას.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში ემიგრაციაში მცხოვრები საზოგადო მოღვაწის გიორგი აფხაზის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ანიმაციის ჩვენება გაიმართა.
ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა პროგრამის „დიასპორა და დევნილ ემიგრანტთა მხარდაჭერა“ ფარგლებში, მინისტრის აპარატის ორგანიზებით და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.
შეხვედრაში იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა მონაწილეობდა.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ ქალაქ რუსთავში „ მშვიდობის სკოლა“ გახსნა.
აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს აფხაზეთის თემატიკით დაინტერესებული ახალგაზრდების, ე. წ. "მშვიდობის ელჩების" მომზადებას შერიგებისა და კონფლიქტის ტრანსფორმაციის, ადამიანის უფლებების დაცვის, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებისა და სხვა აქტუალური მიმართულებებით.
"მშვიდობის სკოლის“ მონაწილეებს ტრენინგები ჩაუტარდებათ როგორც აუდიტორიებში, ისე დისტანციურ რეჟიმში.
საბოლოოდ, მომზადებული მასალა და ინფორმაცია, ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის სხვადასხვა სოციალური მედიის საშუალებით იქნება ხელმისაწვდომი.
ღონისძიებას პროექტის მონაწილეები, მინისტრის აპარატისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ და სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.
 
მემორანდუმის მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა უფასო სამართლებრივი კონსულტაციის უზრუნველყოფა, მათ შორის, რუხის საკონსულტაციო ცენტრის ეფექტიანობის გაზრდის კუთხით, ასევე, სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისა და განათლების უფლების რეალიზაციის მიმართულებით ახალგაზრდებისა და სტუდენტების მხარდაჭერა.
 
იურიდიული დახმარებისა და უფასო სამართლებრივი კონსულტაციის მიღების შესაძლებლობა მნიშვნელოვანია, როგორც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული, ასევე აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებების ეფექტიანი დაცვისთვის.
შესაბამის დოკუმენტს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ და ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა მოაწერეს ხელი.
 
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს მედიაციის პოპულარიზაციის მიზნით ერთობლივი ღონისძიებების, მრგვალი მაგიდის, კონფერენციებისა და სხვა აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებას, აფხაზეთიდან დევნილ საზოგადოებაში მედიაციის შესახებ ცნობადობის ამაღლებას, მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის დანერგვასა და პოპულარიზაციას.
 
ღონისძიების ფარგლებში, ასევე, მინისტრმა და ასოციაციის თავმჯდომარემ აფხაზეთის სახელობის დარბაზი გახსნეს, სადაც სამედიაციო პროცესები გაიმართება.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ ხონის მუნიციპალიტეტში დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე გახსნა. ადგილზე, ორი თვის განმავლობაში, 14 წლიდან 18 წლამდე ახალგაზრდები გადამზადდებიან სხვადასხვა მიმართულებებით, გაივლიან საგანმანათლებლო-შემეცნებით ტრენინგებს, ჩაერთვებიან სახალისო აქტივობებში.
 
მინისტრის განცხადებით, პრიორიტეტულია რეგიონებში მცხოვრები დევნილი ახალგაზრდების გაძლიერება, არაფორმალური განათლების პროცესში მათი აქტიური ჩართულობა, რაც აფხაზეთის მთავრობის მიერ ახალგაზრდებისთვის შეთავაზებულ შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
 
აღნიშნული პროექტი წარმატებით განხორციელდა ფოცხო-ეწერში, ქალაქ ფოთში, რუსთავსა და ზუგდიდში, მისი ეფექტურობიდან გამომდინარე, მინისტრის აპარატი მომავალშიც განაგრძობს ამ მიმართულებით მუშაობას.
 
დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცის გახსნას ქალაქ ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, ასევე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები მოქალაქეები, მინისტრის აპარატისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია მინისტრის მოადგილე მარინე გითოლენდიასთან ერთად არსებულ სერვისებზე დევნილთა ხელმისაწვდომობის შესახებ შეხვედრას დაესწრო.
იგპ ქალთა ასოციაციის პროექტი მიზნად ისახავს დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერას, მათი საჭიროებების იდენტიფიცირებას, პასუხისმგებელ მხარეთა შორის კოორდინაციის გაუმჯობესებას და ინფორმირებულობის გაზრდას.
აღნიშნულ ღონისძიებაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, დევნილთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ და იურიდული დახმარების სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დავით სიმონიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრი გახსნეს.
საკონსულტაციო ცენტრის საქმიანობის მიზანია სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის დახმარება.
აღნიშნული სერვისი ითვალისწინებს სამართლებრივი დოკუმენტების (საჩივარი, სარჩელი, განცხადება, შუამდგომლობა, შესაგებელი და სხვ.) შედგენას და საადვოკატო მომსახურებას, მათ შორის კანონით გათვალისწინებული გადახდისუუნარო პირებისთვის უფასოდ, რაც თავისთავად უზრუნველყოფს აღნიშნული მოწყვლადი ჯგუფების ბენეფიციარების ხელმისაწვდომობას კონკრეტულ სერვისებზე.
ნებისმიერ სამართლებრივ თემაზე უფასო კონსულტაცია შესაძლებელი იქნება, როგორც ადგილზე მისვლისას, ასევე დისტანციურ რეჟიმში.
იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრის გახსნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის, იურიდიული დახმარების სამსახურისა და ადგილობრივი ხელისფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საკონსულტაციო ცენტრის სერვისების შესახებ საინფორმაციო შეხვედრაში, გარდა სამთავრობო უწყების წარმომადგენლებისა, ზუგდიდში მოქმედი, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საჭიროებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ამ თემით დაინტერესებული, გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის პროექტი ,,მშვიდობის სკოლა“ ითვალისწინებს, 6 თვის განმავლობაში, აფხაზეთის საკითხებით დაინტერსებული 10 ახალგაზრდის გადამზადებას შემდეგი მიმართულებებით:

  • დეზინფორმაცია და მედია
  • ადამიანის უფლებები და უფლებრივი მდგომარეობა
  • შერიგება და კონფლიქტის ტრანსფორმაცია

პროექტის მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები აფხაზეთის თემატიკის ირგვლივ სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, დეზინფორმაციის იდენტიფიცირებაზე და სწორი ინფორმაციის გავრცელების მექანიზმებზე.

ბენეფიციარები, ასევე, დატრენინგდებიან ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით და გადამზადდებიან შერიგებისა და კონფლიქტის ტრანსფორმაციის კუთხით, რაც ითვალისწინებს თემატურ სიმულაციებში მონაწილეობას, დებატებსა და მოლაპარაკებებში დახელოვნებას.

ტრენინგები ჩატარდება როგორც სააუდიტორიო, ასევე დისტანციურ ფორმატში.

სააუდიტორიო შეხვედრები გაიმართება შაბათს და კვირას, ქ. რუსთავში, მინისტრის აპარატის სარგებლობაში არსებულ სივრცეში და ორივე მიმართულებით ტრანსპორტირება იქნება უზრუნველყოფილი.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აფხაზეთის თემატიკით დაინტერესებულ, 20-დან 30 წლის ჩათვლით, ახალგაზრდებს.

სასურველია სოციალური მედიის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

შერჩეული აპლიკანტები გაივლიან გასაუბრებას.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 7 მარტი.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა შეავსოთ ქვევით მოცემული სარეგისტრაციო ფორმა.

https://forms.gle/2hLHKHcxk5tMDtGG9

გისურვებთ წარმატებებს!