-
მთავრობის აპარატი
-
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
-
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
-
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
-
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
-
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
-
წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში

ახალი ამბები







იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის პროექტი ,,მშვიდობის სკოლა“ ითვალისწინებს, 6 თვის განმავლობაში, აფხაზეთის საკითხებით დაინტერსებული 10 ახალგაზრდის გადამზადებას შემდეგი მიმართულებებით:
- დეზინფორმაცია და მედია
- ადამიანის უფლებები და უფლებრივი მდგომარეობა
- შერიგება და კონფლიქტის ტრანსფორმაცია
პროექტის მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები აფხაზეთის თემატიკის ირგვლივ სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, დეზინფორმაციის იდენტიფიცირებაზე და სწორი ინფორმაციის გავრცელების მექანიზმებზე.
ბენეფიციარები, ასევე, დატრენინგდებიან ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით და გადამზადდებიან შერიგებისა და კონფლიქტის ტრანსფორმაციის კუთხით, რაც ითვალისწინებს თემატურ სიმულაციებში მონაწილეობას, დებატებსა და მოლაპარაკებებში დახელოვნებას.
ტრენინგები ჩატარდება როგორც სააუდიტორიო, ასევე დისტანციურ ფორმატში.
სააუდიტორიო შეხვედრები გაიმართება შაბათს და კვირას, ქ. რუსთავში, მინისტრის აპარატის სარგებლობაში არსებულ სივრცეში და ორივე მიმართულებით ტრანსპორტირება იქნება უზრუნველყოფილი.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აფხაზეთის თემატიკით დაინტერესებულ, 20-დან 30 წლის ჩათვლით, ახალგაზრდებს.
სასურველია სოციალური მედიის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
შერჩეული აპლიკანტები გაივლიან გასაუბრებას.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 7 მარტი.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა შეავსოთ ქვევით მოცემული სარეგისტრაციო ფორმა.
https://forms.gle/2hLHKHcxk5tMDtGG9
გისურვებთ წარმატებებს!






აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია შშმ მოზარდებისა და ახალგაზრდების ინტეგრაციისა და ჩართულობის ბანაკის მონაწილეებს შეხვდნენ.
მინისტრის აპარატის ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილი შშმ მოზარდები ბაკურიანში ათი დღის განმავლობაში სხვადასხვა საგანმანათლებლო-შემეცნებით აქტივობებში იღებდნენ მონაწილეობას.
აღნიშნული პროგრამის ბენეფიციარები დარგის ექსპერტების ჩართულობით ინტეგრაციის, პიროვნული განვითარების, ადამიანის უფლებებისა და სხვა აქტუალური საკითხების მიმართულებით ორგანიზებულ ტრენინგებს ესწრებოდნენ.
შეხვედრის ბოლოს ბანაკის მონაწილეებს მინისტრმა დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და სიმბოლური საახალწლო საჩუქრები გადასცა.
















