მთავარი/სამინისტრო/იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი/ახალი ამბები
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია, მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა და ჩეხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარიამ რაქვიაშვილი ემიგრაციაში მცხოვრები ცნობილი საზოგადო მოღვაწის არზაყან ემუხვარის მემორიალურ დაფასთან იმყოფებოდნენ.
 
აფხაზეთში დაბადებული არზაყან (დიმიტრი) ემუხვარის სახელს უკავშირდება არაერთი ცნობილი და ისტორიული მოვლენა აფხაზეთში, მათ შორის ის გახლდათ 1905-1907 წლების რევოლუციური მოძრაობის აქტიური წევრი, რევოლუციის შედეგად შექმნილი „სოხუმის რესპუბლიკის“ ხელმძღვანელი, 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს აფხაზეთის ეროვნული საბჭო, რომელმაც დაადგინა, რომ აფხაზეთი ავტონომიის სტატუსით შესულიყო საქართველოს შემადგენლობაში. არზაყან ემუხვარმა ყველა ღონე იხმარა ამ დადგენილების მისაღებად, სწორედ ის აირჩიეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარედ.
 
1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, არზაყან ემუხვარი საქართველოს დემოკრატიული მთავრობის წევრებთან ერთად ემიგრაციაში წავიდა, რის შემდეგ სამშობლოში არ დაბრუნებულა.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია ქართველ ემიგრანტებს შეხვდნენ.
 
შეხვედრა , ჩეხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მარიამ რაქვიაშვილმა გახსნა.
 
,,აფხაზეთიდან დევნილი ემიგრანტების მხარდაჭერა, მათი პრობლემების იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების ძიება მინისტრის აპარატის მიერ შემუშავებული "დიასპორისა და დევნილ ემიგრანტთა მხარდაჭერის" პროექტის მნიშვნელოვანი საკითხია. ეს უკვე მესამე შეხვედრაა საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან, რაც ემსახურება ქართული დიასპორების სამშვიდობო რესურსის გააქტიურების ხელშეწყობას’’-განაცხადა ნანა გაბელიამ ემიგრანტებთან შეხვედრისას.
 
ღონისძიების ფარგლებში ემიგრაციაში მცხოვრები, დიდი ქართველი მამულიშვილის გიორგი აფხაზის შემოქმედების ვირტუალური გამოფენა გაიმართა.
 
შეხვედრისას, მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი გაბედავამ გიორგი აფხაზის მოღვაწეობაზე ისაუბრა და ემიგრანტებს მისი შემოქმედება გააცნო.
ჩეხეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერეს და დახურვის ღონისძიებას დაესწრნენ.
 
აღნიშნული ფოტოგამოფენა მიმდინარე წლის 7 სექტემბერს ქალაქ პრაღაში, საქართველოს საელჩოსა და პრაღა 6-ის მერიის ორგანიზებით, ღია ცის ქვეშ გაიხსნა და მისი დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.
 
გამოფენის დახურვას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა, პრაღა 6-ის მერი ონდრეი კოლარჟი, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარიამ რაქვიაშვილი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სოხუმის დაცემის 29 წლისთავთან დაკავშირებით იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან თევზაიამ საქართველოს ეროვნული გმირის გურამ გაბესკირიას ხსოვნას პატივი მიაგეს.
 
„დღეს ძალიან მძიმე დღეა, სოხუმის დაცემის დღე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განვითარებულმა შეიარაღებულმა მოქმედებებმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული გახლავთ, საქართველოს ეროვნული გმირი გურამ გაბესკირია. ჩვენ, კიდევ ერთხელ, ქედს ვიხრით ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს საქართველოს უკეთეს და მშვიდობიან მომავალს “-აღნიშნა ნანა გაბელიამ.
საზაფხულო ბანაკში ერთი კვირის განმავლობაში დევნილი მოზარდები სხვადასხვა საგანმანათლებლო-შემეცნებით აქტივობებში აქტიურად მონაწილეობდნენ.
 
ახალგაზრდებს ჩაუტარდათ ტრენინგები ინტეგრაციის, პიროვნული განვითარების, ადამიანის უფლებებისა და სხვა აქტულური საკითხების შესახებ.
 
ბანაკი სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და "წმინდა ნაზარ ლეჟავას სახელობის ფონდი “ -ს აქტიური ჩართულობით განხორციელდა.
საზაფხულო ბანაკის მონაწილეები შემეცნებითი ტრენინგების პარალელურად სახალისო, სპორტულ და გუნდურ აქტივობებში აქტიურად არიან ჩართულნი.
 
ბანაკი ბაკურიანში 29 აგვისტოს გაიხსნა და 5 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
 
პროექტი, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და "წმინდა ნაზარ ლეჟავას სახელობის ფონდი “-ს ჩართულობით განხორციელდა.
საზაფხულო ბანაკში, აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები, ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა საგანმანათლებლო-შემეცნებით აქტივობებში ჩაერთვებიან.
ასევე, ბანაკის მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები ინტეგრაციის, პიროვნული განვითარების, ადამიანის უფლებებისა და სხვა აქტულური საკითხების შესახებ.
ნანა გაბელიას განცხადებით, პროგრამის მთავარი სამიზნე ჯგუფი, ამჯერად შშმ პირების დედმამიშვილები არიან, რომლებსაც განსაკუთრებული გარემოებების გათვალისწინებით, მეტი მხარდაჭერა და ყურადღება სჭირდებათ.
საზაფხულო ბანაკის გახსნას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა და „წმინდა ნაზარ ლეჟავას სახელობის ფონდის“ გენერალური დირექტორი თამარ ჩხორთოლია ესწრებოდნენ.
ინტეგრაციისა და ჩართულობის ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკი სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, უკვე მეორედ გაიხსნა.
პროექტი, „წმინდა ნაზარ ლეჟავას სახელობის ფონდი “-ს ჩართულობითა და მონაწილეობით განხორციელდა.
 
 
 
 
ამჯერად, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია, პირველ მოადგილესთან გიორგი გაბედავასთან ერთად, ბარამიას ქუჩაზე კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა და მათი საჭიროებები მოისმინა.
 
მან აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებს მინისტრის აპარატის მიერ შემუშავებული ახალგაზრდული პროგრამები და დაგეგმილი ღონისძიებებიც გააცნო.
 
ნანა გაბელია დევნილ ახალგაზრდებთან შეხვედრებს სხვა რეგიონებშიც გეგმავს.
 
მოსახლეობასთან შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლების ჩართულობითა და მხარდაჭერით განხორციელდა.
იუსტიიცისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია, პირველ მოადგილესთან, გიორგი გაბედავასთან ერთად, ზუგდიდში დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებას ესტუმრა და მოზარდებს მინისტრის აპარატის მიერ შემუშავებულ პროექტებზე ესაუბრა.
 
ნანა გაბელიას განცხადებით, დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე მინისტრის აპარატის ერთ-ერთი წარმატებული ახალგაზრდული პროექტია, რომლის ფარგლებში მოზარდები იღებენ ცოდნას და გამოცდილებას ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, გამოიმუშავებენ საჭირო და აუცილებელ უნარ-ჩვევებს სხვადასხვა მიმართულებით.
 
„ამ ეტაპზე, ვგეგმავთ დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცის მოწყობას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სწორედ ამიტომ შევხვდით კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრებ ახალგაზრდებს, ჩვენ მაქსიმალურად გავითვალისწინებთ მათ ინტერესებს და დავაიდინტიფიცირებთ მათ საჭიროებებს შემდგომი ხელშეწყობის მიზნით“-აღნიშნმა მინისტრმა.
 
აღნიშნული პროექტი წარმატებით განხორციელდა სოფელ ფოცხო-ეწერში, ქალაქ ფოთსა და რუსთავში.
 
 
 

საბჭოს განახლების მიზნით, წევრები ღია კონკურსის წესით შეირჩევიან.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 30 აგვისტო.

მინისტრის აპარატის ბაზაზე შექმნილი ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო ახალგაზრდული პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში აქტიურად ჩაერთვება.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა ქვემოთ მითითებულ ბმულზე

https://forms.gle/nPqAoujtRGcM5sR79

გისურვებთ წარმატებებს!

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია თესალონიკში მოქმედი ქართული საკვირაო სკოლის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
 
„მადლობა მინდა გადავუხადო თესალონიკში საქართველოს გენერალურ კონსულს, ნოდარ კომახიძეს მასპინძლობისთვის. ჩვენ გვქონდა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, მათ შორის ჩვენს დევნილ ემიგრანტებთან, მაღალი რანგის სასულიერო პირებთან. ასევე, ჩვენს თანამემამულეებს გადავეცით წიგნები აფხაზეთის თემატიკაზე და იმედი გვაქვს, ქართული საკვირაო სკოლის აღსაზრდელებისთვის ეს გამოცემები იქნება ქართულ-აფხაზური მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი“-აღნიშნა მინისტრმა.
 
მხარეებმა სამომავლო გეგმები განიხილეს და აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
 
შეხვედრას, ასევე, მინისტრის მოადგილეები გიორგი გაბედავა და მარინე გითოლენდია ესწრებოდნენ.
საბერძნეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია თესალონიკის მიტროპოლიტ ანთიმოზს შეხვდნენ.
 
შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოსა და საბერძნეთის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობებისა და მჭიდრო რელიგიური კავშირების შესახებ ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
 
რუსლან აბაშიძემ მიტროპოლიტ ანთიმოზს მადლობა გადაუხადა თესალონიკის ქართული დიასპორის მრავალწლიანი თანადგომისა და თესალონიკის ეპარქიის ფარგლებში არსებული, წმინდა ნიკოლოზის ქართული სამრევლოს დაარსების ხელშეწყობისთვის.
 
შეხვედრას, მინისტრის მოადგილეები გიორგი გაბედავა და მარინე გითოლენდია, თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსული ნოდარ კომახიძე და თესალონიკის ქართული სამრევლოს წინამძღვარი, პროტოპრესვიტერი გიორგი მათურელი ესწრებოდნენ.
 
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის პროექტი „ინტეგრაციისა და ჩართულობის ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკი“ გულისხმობს აფხაზეთიდან დევნილი და არადევნილი, შშმ პირების დედმამიშვილებისა და სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების საზაფხულო ბანაკში განთავსებას.
 
მონაწილეებისთვის დაგეგმილია შემეცნებითი ტრენინგები, სახალისო, სპორტული და გუნდური აქტივობები.
 
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აფხაზეთიდან დევნილ და არადევნილ, შშმ პირების დედმამიშვილებსა და სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებს 10 წლიდან 14 წლის ჩათვლით.
 
40 ახალგაზრდა შეირჩევა კონკურსის წესით.
 
პროექტი განხორციელდება ბაკურიანში 29 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით.
 
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 15 აგვისტო.
 
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა ქვემოთ მითითებულ ბმულზე.
 
 
გისურვებთ წარმატებებს!

ამ პერიოდის განმავლობაში მინისტრის აპარატი აქტიურად მუშაობდა სამოქალაქო ინტეგრაციის, ადამიანის უფლებათა დაცვის, სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საარქივო საქმისწარმოების მიმართულებით.

მინისტრის აპარატის საქმიანობის პრიორიტეტებად აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების მხარდაჭერა, კულტურის პოპულარაზიცია განისაზღვრა და  ამ მიზნით არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა, მათ შორის: „დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე“, „ინტეგრაცია მომავლისთვის“, „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო“, „ინტეგრაციისა და ჩართულობის ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკი“, ქართველი დიპლომატისა და ხელოვანის გიორგი აფხაზის ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებული ვირტუალური გამოფენა და სხვა.

ასევე, საქართველოს დიასპორისა და დევნილ ემიგრანტთა მხარდაჭერის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა, რაც თავის მხრივ, დიასპორების, როგორც სამშვიდობო რესურსის გააქტიურებას უზრუნველყოფს.

თითოეული განხორციელებული პროექტის მიზანი იყო დევნილი საზოგადოებისთვის და არამარტო მათთვის, განვითარების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა, მათი გაძლიერებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის აქტიური მხარდაჭერა.

მინისტრის ანგარიშს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები და მინისტრის აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

 

 
პროექტის ფარგლებში, რუსთავში მცხოვრები დევნილი მოზარდები არაფორმალურ საგანმანათლებლო გარემოში ორი თვის განმავლობაში, ყოველ შაბათ-კვირას, შემეცნებით-საგანმანათლებლო ტრენინგებს აქტიურად ესწრებიან.
 
პროექტის მიზანია დევნილი მოზარდებისთვის ისეთი გარემოს შექმნა, სადაც მათ დაეხმარებიან სასარგებლო უნარ-ჩვევების განვითარებაში, ცნობიერების ამაღლებაში ისეთ თემებზე, როგორიცაა დეზინფორმაცია და ადამიანის უფლებები ოკუპირებულ აფხაზეთში.
 
ასევე, გაეცნობიან გუნდური მუშაობის, ლიდერობის და ეფექტური კომუნიკაციის პრინციპებს, მოხალისეობის მნიშვნელობასა და სხვა აქტუალურ საკითხებს.