აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი
  • ლევან თევზაია
  • (+995 32) 231 32 28
  • ltevzaia@abkhazia.gov.ge
  • ვაჟა-ფშაველას გამზირი 16, მე-7 სართული, 0160, თბილისი, საქართველო
პირადი ინფორმაცია:

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი

დაბადების თარიღი: 15 მარტი  1973 წელი

განათლება:

1997 – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, ეკონომიკის ფაკულტეტი (წარჩინებით);

1998 – გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სასწავლო კურსი;

2007 – ლუქსენბურგის საფინანსო ტექნოლოგიების სააგენტოს (ATTF) სასწავლო კურსი;

2019 - სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა და ნიდერლანდების სამეფოს კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ორგანიზებით სასწავლო კურსი.

პროფესიული გამოცდილება:

27.05.2019 – დღემდე – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, მინისტრის პირველი მოადგილე.

24.01.2018 – 14.05.2019 - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, მინისტრის მოადგილე;

01.07.2016 – 30.11.2017 - ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო, საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსი;

05.08.2014 – 30.06.2016 - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წევრი - საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი;

09.06.2014 – 05.08.2014 - სს ,,აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო“, რისკების მართვის სამსახურის უფროსი;

16.01.2014 – 09.06.2014 – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, მინისტრის მოადგილე;

21.01.2011 – 16.01.2014 – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრო, მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი;

26.01.2011 – 13.02.2014 – ,,ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით” საქართველოს სამთავრობო კომისის წევრი;

11.08.2009 – 09.06.2014 – ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფორმატში ,,ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) ფარგლებში“ გამართულ შეხვედრებში საქართველოს დელეგაციის წევრი;

21.04.2009 – 21.01.2011 – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი;

01.07.2008 – 20.04.2009 - სს ,,აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველო“;

10.11.1998 – 13.05.2008 - საქართველოს ეროვნული ბანკი;

02.02.1996 – 09.11.1998 - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრო;

ოჯახური მდგომარეობა:  ჰყავს  მეუღლე  და  ორი შვილი;