ლევან თევზაია ზუგდიდში ჩირის ახალი საწარმოს გახსნის სამზადისს გაეცნო

აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, მოადგილესთან გიორგი ჯინჭარაძესთან და ორგანიზაცია ,,საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისთვის" ხელმძღვანელთან, ვახტანგ ფოჩხუასთან ერთად,ზუგდიდში ჩირის გადამამუშავებელი საწარმოს სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში გაიხსნება.
ლევან თევზაიას განცხადებით, საწარმოს ფუნქციონირება ხელს შეუწყობს დევნილი მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებასა და რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას.
,,სოციალური საწარმოს გახსნა მისცემს შესაძლებლობას დევნილებს მოახდინონ თავიანთი მოსავლის რეალიზაცია. პროექტის მიზანია შექმნას წარმატებული ბიზნეს მოდელი, რომელიც იფუნქციონირებს გარემოს დაცვის პრინციპით. გრძელვადიან პერსპექტივაში, აღნიშნული საწარმო გახდება მაგალითი წარმატებული, სოციუმზე ორიენტირებული საწარმოსი,"-განაცხადა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა.
საწარმო ჩეხეთის განვითარების სააგენტოს და აფხაზეთის ა/ რ სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, სამინისტროს ,,საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისთვის" ახორციელებს.