რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის მე-5 საჯარო სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ, ქუთაისში, აფხაზეთის მე-5 საჯარო სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

პროექტის ფარგლებში, შენობას უტარდება როგორც ფასადის, ასევე ინტერიერის სრული რეაბილიტაცია. პროექტი დასკვნით ეტაპზეა, 100 მოსწავლე და 22 მასწავლებელი  უახლოეს პერიოდში თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში გააგრძელებს სწავლას.

ქუთაისში მდებარე აფხაზეთის მე-5 საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლობით მიმდინარეობს.

სარემონტო სამუშაოები აფხაზეთის სხვა სკოლებშიც ეტაპობრივად განხორციელდება.