2022-11-11 |
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
დაიწყო განაცხადების მიღება სახელმწიფო პროგრამის ,,დანერგე მომავალი“-ს ბენეფიციარების თანადაფინანსებაზე
თანადაფინანსების გზით სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ აფხაზეთიდან დევნილების ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“ იწყებს პროგრამის - „სასოფლო-სამეურნეო და ენდემური კულტურების წარმოების მხარდაჭერა“ განხორციელებას.
- პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია: • აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებიც გახდებიან აღნიშნული სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარები.
- ქვეპროგრამის პირობები, ეტაპები და განაცხადის ფორმა იხილეთ ლინკზე:
- განაცხადის მიღება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა, სსიპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“
- საკონტაქტო პირები: ჯანო ქირთბაია - 599855369; ნინო ბენდელიანი - 599488315