აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

რუსლან აბაშიძემ და ეკა ხოფერიამ აფხაზეთის მე-15 საჯარო სკოლის რეაბილიტირებული სპორტული დარბაზი გახსნეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ეკა ხოფერიასთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში მდებარე აფხაზეთის მე-15 საჯარო სკოლა მოინახულეს, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებული სპორტული დარბაზი გახსნეს.

სკოლის სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია 2022 წლის ივლისში დაიწყო და საქართველოში რუმინეთის საელჩოს მხარდაჭერით, რუმინეთის განვითარების ფონდისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანადაფინანსებით განხორციელდა.

დარბაზის გახსნას რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რეზვან როტუნდუ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.