ლევან მგალობლიშვილი აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოქალაქეებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი აფხაზეთიდან დროებით იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებს შეხვდა.

აფხაზეთის მთავრობაში გამართულ შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ დევნილი მოსახლეობის პრობლემები და საჭიროებები პირადად მოისმინა და აღნიშნა, რომ კომპეტენციის ფარგლებში ყველა საკითხზე დროული რეაგირება მოხდება.

„არსებული პრობლემური საკითხების შესწავლისა და სათანადო რეაგირების მიზნით, მე პირადად დავიწყე შეხვედრები აფხაზეთიდან დროებით იძულებით გადაადგილებულ ჩვენ მოსახლეობასთან.

ერთ-ერთი შეხვედრა აფხაზეთის მთავრობაში შედგა, სადაც ჩვენმა დევნილმა მოქალაქეებმა პირადად გამიზიარეს ის გამოწვევები და საჭიროებები, რაც მათ აქვთ. ჩემი გუნდის წევრებთან ერთად, მაქსიმალურად ვიქნები ჩართული გამოვლენილი პრობლემური საკითხების დროული იდენტიფიცირებისა და გადაწყვეტის პროცესში“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე პრობლემების დროული იდენტიფიცირებისა და მასზე რეაგირებისთვის აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოქალაქეებთან შეხვედრებს აქტიურად მართავს.