აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ და აფხაზეთიდან დროებით დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა.
შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ თანამედროვე ტექნოლოგიებთან წვდომისა და საგანმანათლებლო პროცესების ხელშეწყობის მიზნით ახალგაზრდებს პლანშეტური კომპიუტერები გადასცა და ყურადღება გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მყოფი ახალგაზრდების ერთმანეთთან მჭიდრო კომუნიკაციის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის გაძლიერებაზე გაამახვილა.
ღონისძიება აფხაზეთის სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც ცენტრის დირექტორი თამარ დალაქიშვილი ესწრებოდა.