თამარ გელაშვილი სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების უწყებათაშორისი საბჭოს შეხვედრას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გელაშვილი საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილი სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების უწყებათაშორისი საბჭოს პირველ შეხვედრას დაესწრო.
 
სხდომა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის მიხეილ დუნდუას თავმჯდომარეობით ჩატარდა.
 
უწყებათაშორისი საბჭოს მიზანია სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების 2025-2028 წლების სტრატეგიისა და მასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმის შემუშავება.
 
აღნიშნული სისტემის განვითარება გათვალისწინებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით და ევროკავშირთან ინტეგრაციის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.
 
უწყებათაშორისი საბჭოს წევრები არიან 12 ცენტრალური სამინისტროს მინისტრის მოადგილეები, აფხაზეთისა და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები, ასევე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ანტიკორუფციული ბიუროს და საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელების მოადგილეები.