2025-03-07 |
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
აფხაზეთიდან დევნილი მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
7-8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, სსიპ აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით,ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ (დიდი დიღმის) შესასვლელ სივრცეში, ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
ღონისძიება, რომელშიც 20-ზე მეტი დევნილი ქალბატონი მონაწილეობდა “გუდვილის “ მხარდაჭერითა და ხელშეწყობით ჩატარდა.