აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ჯანდაცვის ახალი მინისტრი წარადგინა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ბესიკ კუსიდი დაინიშნა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ მინისტრი სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა და მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის. მთავრობის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებისა და დევნილი მოსახლეობისთვის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მნიშვნელობა.

ბესიკ კუსიდი 1985 წელს სოხუმში დაიბადა. განათლება მიღებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. მას საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა პერიოდში მნიშვნელოვან მენეჯერულ და ადმინისტრაციულ პოზიციებზე საქმიანობდა.