აფხაზეთიდან დევნილი მეწარმის მხარდაჭერა საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობისთვის

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით, აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატამ სააგენტოსთან - „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლობით, აფხაზეთიდან დევნილ მეწარმეს, შპს „მე“-ს დამფუძნებელს, მარიკა ჭანტურიას, საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობისათვის საჭირო ხარჯები დაუფინანსა.
 
2026 წლის 26 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით, იტალიაში, ქალაქ მილანში, მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის სექტორში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრესტიჟული შოურუმი – „White Milano“.
 
აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა მიიღო ქართულმა ბრენდმა „Chanturia“, რაც ბრენდისთვის წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას განვითარებისა და საერთაშორისო ბაზარზე ეფექტურად პოზიციონირებისთვის.
გამოფენა საუკეთესო სივრცეა უახლესი ტენდენციებისა და ინოვაციების გასაცნობად, გამოცდილების გასაზიარებლად და საერთაშორისო პარტნიორებთან წარმატებული თანამშრომლობის დასაწყებად.