ზუგდიდის რაიონის სოფ. რუხში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით (პროგრამა GRASSROOT) არასამთავრობო ორგანიზაცია ,,აგორა"-ს მიერ დევნილებისათვის დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით მოწყობილი 3000 მ2 ფართობის სასათბურე მეურნეობა 2-3 იანვარს დიდთოვლობის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა და ჩამოინგრა კონსტრუქციები.
მდგომარეობის გასაცნობად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია მივიდა, დაათვალიერა სასათბურე მეურნეობა და დევნილებს დახმარებას დაპირდა.
პროექტში ჩართულმა დევნილებმა აფხაზეთის მთავრობისა და მისი სტრუქტურების წარმომადგენლების დახმარებითა და კონსულტაციებით მოკლე ვადაში მოახერხეს დაზიანებული კონსტრუქციების შეკეთება. პროცესი დღესაც გრძელდება და მიმდინარეობს მეურნეობის სრულად აღდგენა.