დევნილი ბავშვებისთვის მორიგი საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და კლინიკა „ენმედიცს" შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, აკადემიკოს ვ.ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრ „ენმედიცში", გენერალური დირექტორის - კობა ბურნაძის ხელმძღვანელობით, 5 თვიდან 2 წლამდე ასაკის დევნილი ბავშვებისთვის მორიგი საქველმოქმედო აქცია გამართა.

ღონისძიება 12:00 საათიდან „ენმედიცის" ვაკის ფილიალში მიმდინარეობდა. ბავშვებს ჩაუტარდათ პედიატრის კონსულტაცია, გადაეცათ კომპანია „ფრისოს" საკვები ფაფა და „ლიბეროს" მიერ მოწოდებული პამპერსები, ასევე, კომპანია „ეგისიდან" მოწოდებული ვიტამინების კრებული.

ბავშვების მშობლებმა და 25-მა სოციალურად დაუცველმა ბენეფიციარებმა გაიარეს სხვადასხვა პროფილის ექიმის კონსულტაცია და ჩაიტარეს  ექოსკოპიური და დიაგნოსტიკური გამოკვლევები. მათ მოემსახურათ მაღალპროფესიონალი ექიმთა ჯგუფი, კერძოდ: ოჯახის ექიმი, კარდიოლოგი, დერმატოლოგი, ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი, გინეკოლოგი, ოფთალმოლოგი, პედიატრი.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ქეთევან ბაკარაძემ და სამინისტროს თანამშრომლებმა.