აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის, იგორ კოპალიანისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის,ვეფხია გვარამიას მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი შეიცავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის 2013 წლის 15 ნოემბერს დადებული ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის ფარგლებში ურთიერთობის განვითარებასა და განმტკიცებას და ახალგაზრდა თაობების განათლების, მაღალ კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას.

მემორანდუმის გაფორმებას ესწრებოდნენ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები და უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტები.