აფხაზეთის მთავრობაში, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული ენის მდგომარეობის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის მთავრობაში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე განათლებისა და მშობლიური ენის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე განიხილებოდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებთან მიმართებაში, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მიღებული რეკომენდაციების შესრულების საკითხები.

შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და მთავრობის აპარატის თანამშრომლები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განთლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ მანანა ქვაჩახიამ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების მიმართულებით რეკოპმენდაციების შესაბამისად უკვე განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. აღინიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან კოორდინაციითა და მჭიდრო თანამშრომლობით რამდენიმე არსებითი საკითხის დადებითად გადაწყვეტის ფაქტი. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ხელისუფლების ყველა შტოს კოორდინირებულ მოქმედებასა და პოლიტიკური, სამართლებრივი და დიპლომატიური ძალისხმევის გააქტიურების მნიშვნელობას გალის რაიონის მკვიდრთა განათლების უფლების დასაცავად. რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით, მოკლე ხანში განხორციელებულ ღონისძიებებს შეხვედრის მონაწილეთა მიერ პოზიტიური შეფასება მიეცა.