სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

სენაკის მუნიციპალიტეტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების" პროგრამის ფარგლებში 228 დევნილ ოჯახს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

სამედიცინო ჯგუფი დაკომპლექტებული იყო თბილისის წამყვანი კლინიკებისა და დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების მაღალკვალიფიციური ექიმებით. ჯგუფის შემადგენლობაში არიან ოჯახის ექიმი, თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ტრავმატოლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი, უროლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი სპეციალისტი, დერმატოლოგი და ლაბორანტი.

ასევე, კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებს ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევა ჩაუტარდათ.

გამოკვლევებს მონიტორინგს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე უწევდნენ.

სამედიცინო აქციის ორგანიზებაში მონაწილეობას მუნიციპალიტეტისა და რეგიონის გამგეობის წარმომადგენლები ღებულობდნენ.