ვახტანგ ყოლბაია კომპანია “World Technic”-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

ვახტანგ ყოლბაია საქართველოს ბაზარზე თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მომწოდებელი კომპანიის "World Technic"-ის დამფუძნებელს ზვიადი ბრეგვაძესა და კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს ვალერ გორგოძეს შეხვდა.

შეხვედრაზე კომპანია "World Technic"-ში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩართულობის შესაძლებლობები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში შმავალი შესაბამისი სტრუქტურების ურთიერთთანამშრომლობის პესპექტივები განიხილეს.

ასევე, ისაუბრეს და განიხილეს ე.წ. „გამყოფ ხაზთან" მდებარე დასახლებულ პუნქტებში მცხოვრები დევნილების საარსებო წყაროს შექმნისა და სხვადასხვა ტიპის პროექტების ინიცირების საკითხი.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან ურთიერთობისა და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი გიორგი ეზუგბაია ესწრებოდნენ.