ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების დედებს ქალთა დღესასწაული მიულოცა

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპულ მეომართა დედებს უმასპინძლეს, მათ დედისა და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. ვახტანგ ყოლბაიამ და ვლადიმერ იმნაძემ დედებს კიდევ ერთხელ გადაუხადეს  მადლობა საქართველოს ერთიანობისთვის მათი შვილების გმირული თავდადებისთვის.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით მსგავსი სახის შეხვედრები ყოველწლიურად იმართება.