ვახტანგ ყოლბაიამ და ელგუჯა გვაზავამ ტატუნაშვილების ოჯახს მიუსამძიმრეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა წეროვანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში პატივი მიაგეს არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას და  სამოქალაქო პანაშვიდზე ოჯახს სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოუცხადეს.

„არჩილ ტატუნაშვილი არის გმირი და ამავე დროს კიდევ ერთი ტრაგიკული ფაქტი ჩვენს ერის ისტორიაში. ეს არ არის მხოლოდ ტატუნაშვილების ოჯახის ტრაგედია, ისევე როგორც თავის დროზე არ იყო მხოლოდ ოთხოზორიების ოჯახის ტრაგედია. ეს არის მთელი ჩვენი ქვეყნის ტრაგედია.

მჯერა, რომ ჩვენი ერი დაირაზმება, ამ ტკივილსაც გადაიტანს და კვლავ გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისაკენ სვლას.

მინდა დავიჯერო, რომ ტატუნაშვილი იყო  ბოლო მსხვერპლი ამ ძალიან რთულ და ფაქიზ გზაზე“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.