ვახტანგ ყოლბაია უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრს ვადიმ ჩერნიშს შეხვდა. 

შეხვედრაზე ისაუბრეს ორი ქვეყნის საერთო პრობლემაზე - ტერიტორიების ოკუპაციაზე, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და მდგომარეობის სტაბილურობისთვის განსახორციელებელ ღონისძებებზე.

ვადიმ ჩერნიშმა ისაუბრა 2014 წელს განვითარებულ მოვლენებსა და მის შემდგომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე.

ვახტანგ ყოლბაიამ მოწვეულ სტუმრებს გააცნო ის პროექტები და ღონისძიებები რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებთან და იძულებით გადაადგილებულ პირებთან მიმართებაში ახორციელებს.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს წარმომადგენლები, ლტოლვილთა დანიის საბჭოს უკრაინის ოფისის პროექტების მენეჯერი ეკა გვალია და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.