„თბილისის ივენთ-ჰოლში“ გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას კონცერტი გაიმართა

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისა და აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, „თბილისის ივენთ-ჰოლში" გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ კონცერტი „ქართული მუსიკა ზვიად ბოლქვაძესა და აფხაზეთის კაპელასთან ერთად" გამართა.

კონცერტის დაწყებამდე დამსწრე საზოგადოებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია მიესალმა.

კონცერტზე შესრულდა ცნობილი ქართული სიმღერები. კონცერტში მონაწილეობდნენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები: ნეკა სებისკვერაძე, ნუკრი კაპანაძე, ნატო მეტონიძე და ლიზა ბაგრატიონი.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი კონფლიქტის ზონაში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით გურამ ოდიშარია, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოადგილე ნოდარ ჯავახიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.