ვახტანგ ყოლბაია ანა კაპელოს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქრთველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს პოლიტიკულ საქმეთა დირექტორატის სამმართველოს უფროს ანა კაპელოს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მდგომარეობაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გალის რაიონში ქართველი მოსახლეობისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვით გამოწვეულ ვითარებაზე და ბილინგვური სწავლების დანერგვის აუცილებლობაზე.

ვახტანგ ყოლბაიამ მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს ნდობის აღდგენის პროექტების განხორციელებისათვის. ასევე ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს განსაკუთრებულ როლს  საქართველოს დემოკრატიული განვითარების საქმეში.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.