ვახტანგ ყოლბაია საქართველოს პარლამენტში გამოფენას „ჩვენ ვხატავთ აფხაზეთს“ დაესწრო

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებიდან 25 წლისთავზე საქართველოს პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში გამოფენა სახელწოდებით „ჩვენ ვხატავთ აფხაზეთს" გაიმართა. ღონისძებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დაესწრო.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მოზარდების მიერ აფხაზეთის თემაზე შექმნილი ნამუშევრები.

ღონისძება პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების მასპინძლობითა და თანაორგანიზებით, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრისა (BEC) და ბრიტანული საერთაშორისო ასოციაციის - „ბიზნესისა და პარლამენტის საერთაშორისო დიალოგის" (EPDI) ერთობლივი ორგანიზებით, ასევე ფონდი „კრისტალის" მხარდაჭერით გაიმართა.