აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და  გ. ჟვანიას სახელობის  ახალი პედიატრიული კლინიკის ორგანიზებით  აფხაზეთიდან დევნილ 200- მდე ბავშვს უფასო სამედიცინო - პროფილაქტიკური გამოკვლევა ჩაუტარდა.

პროფილაქტიკური გასინჯვები გ. ჟვანიას სახელობის ახალი პედიატრიული კლინიკის ექიმ-სპეციალისტებმა ჩაატარეს.

ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავჯდომარე გიორგი ბარამია და აფხაზეთის შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ლექსო ლაგვილავა დაესწრნენ. 

,, ჩვენთვის მნიშვნელოვანია პატარებზე ზრუნვა, რადგანაც ჯანმრთელი მომავალი თაობა არის ჩვენი ქვეყნის სიძლიერე", - განცხადა გიორგი ბარამიამ.

პროფილაქტიკური გასინჯვების დასრულების შემდეგ ბავშვებს საჩუქრად გადაეცათ ტკბილეული, ბავშვთა კვების პროდუქტები, პირადი ჰიგიენის ნივთები და სათამაშოები. საჩუქრები უზრუნველყვეს სამინისტროს  პარტნიორმა კომპანიებმა : ,,ჯისი'', ,,ჰუმანა ჯორჯია'', ,,ჯეოსტარი-მოლფიქსი'', ,, ალიანსი (ჯონსონ ბეიბი)'', ,,მეგაკო'',  ,,ფი-ეს-სი'',  ,,ბარამბო'',  ,,ჯიმარტი".