აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები ესპანეთში გაემგზავრნენ

აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და ინტეგრაციისა და სოლიდარობის ფონდის ,,ფინსოლის'' მხარდაჭერით აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები დასასვენებლად ესპანეთში გაემგზავრნენ.
აფხაზეთიდან დევნილი, სოციალურად დაუცველი 9-დან 13 წლამდე ასაკის მოზარდები ესპანეთში 31 აგვისტომდე დარჩებიან. ბავშვები ესპანურ ოჯახებში იცხოვრებენ.

დევნილი მოზარდების მგზავრობისა და იქ ცხოვრების ხარჯებს აფხაზეთის მთავრობა და ,,ფინსოლი'' უზრუნველყოფს.

ბავშვები ესპანეთში აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ბობოხიძემ გააცილა.