რუსლან აბაშიძის გამოხმაურება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში, ოკუპირებული აფხაზეთიდან დარეგისტრირებული აბიტურიენტებისთვის გამარტივებული წესით ჩარიცხვის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

„მსურს გამოვეხმაურო, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო  სისტემაში,  ოკუპირებული აფხაზეთიდან  დარეგისტრირებული აბიტურიენტებისთვის გამარტივებული წესით ჩარიცხვის გადაწყვეტილებას, რომელთაც  ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვის გამო არ მიეცათ თავისუფალი გადაადგილების საშუალება და შესაბამისად ვერ მოახერხეს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღება.  

მივესალმები საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ  ყველა აბიტურიენტს,  განურჩევლად ეროვნებისა, მიეცეთ საშუალება სწავლა გააგრძელონ მათ მიერ არჩეულ უმაღლეს სასწავლებელში და არ მოხდეს  მათი  უფლებების შელახვა, მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.  

მინდა მივულოცო ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა სტუდენტს უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვა და ვუსურვო მათ წარმატებები“