აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთვარობის მხარდაჭერით დევნილებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთვარობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით თბილისში, ჯავახეთის ქ. №68-ში კომპაქტურად ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილებს სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები ჩაუტარდათ.

სამედიცინო აქციის ფარგლებში, აღნიშნულ ობიექტში ჩასახლებულმა 100-მდე იძულებით გადაადგილებულმა პირმა უფასო სამედიცინო მომსახურება გაიარა. დევნილებმა თერაპევტის, პედიატრის, ექიმი-სპეციალისტების (კარდიოლოგი, ნევროლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი), კონსულტაციები მიიღეს. ასევე, ულტრასონოგრაფიული, ელექტროკარდიოგრაფიული და ლაბორატორიული გამოკვლევები ჩაუტარდათ.

აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრომ იძულებით გადაადგილებულ პირებს ჰუმანიტარული დახმარებაც გადასცა. ყველა მათგანმა საჭიროებისამებრ უფასო მედიკამენტები და წნევის საზომი აპარატი მიიღო სამედიცინო-პროფილაქტიკურ გასინჯვებს მთელი დღის განმავლობაში დევნილთა პოლიკლინიკის ექიმები ატარებდნენ.