სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმდებარედ „სიცოცხლის სკვერი“ გაიხსნა

ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ, სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი მოეწყო. დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მას სიცოცხლის სკვერის სახელი მიენიჭა და ომში დაღუპული ქალბატონების ხსოვნას მიეძღვნა. ხსოვნის პატივსაცემად, სკვერის ტერიტორიაზე ტალღების ფორმის, ნარინჯისფერი, მოაჯირები განთავსდა. დასასვენებელი სივრცის გახსნას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი, პარლამენტის, საკრებულოსა და აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები,  აფხაზეთის ა/რ მთავრობის, ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები და სოხუმის თეატრის მსახიობები დაესწრენენ.