თბილისში კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ დევნილებზე სასურსათო პროდუქტის გადაცემა მიმდინარეობს

აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, თბილისში დევნილი მოსახლეობისთვის სურსათის გაცემა დაიწყო. კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ აფხაზეთიდან დევნილებს პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტები, სააღდგომო ნობათი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სანერგე მეურნეობაში გამოყვანილი კოლხური ბზის ნერგი გადაეცემათ.

სასურსათო აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით მომავალ დღეებშიც გაგრძელდება და დახმარებას კომპაქტურად ჩასახლებული 70 წელს გადაცილებული განსაკუთრებული რისკის ჯგუფში შემავალი 4060  დევნილი მიიღებს.