2020-06-05 |
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს ეზოს დასუფთავების აქცია გაიმართა.
გარემოს დაცვის მსოფლიო დღე (World Environment Day - WED) ყოველ წელს, 5 ივნისს აღინიშნება. 1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა. ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში დასაქმებულების ინიციატივით სამინისტროს ეზოს დასუფთავების აქცია გაიმართა.