ვახტანგ ყოლბაია სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობაში მოშიმშილე დევნილთა პრობლემების გასაცნობად ჩავიდა

ვახტანგ ყოლბაია სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობაში იმყოფებოდა. ვახტანგ ყოლბაიას ზუგდიდში ჩასვლა მოშიმშილე დევნილთა პრობლემების გაცნობამ და საკითხის ადგილზე შესწავლამ განაპირობა.

ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობაში მცხოვრებმა დევნილებმა შიმშილობა 24 აპრილს, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების, მძიმე სოციალური პირობების გაუმჯობესებისა და სანიტარული ვითარების მოწესრიგების მიზნით დაიწყეს.

ვახტანგ ყოლბაიამ დადებითად შეაფასა სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა, რომელებმაც ოპერატიულად მოახდინეს რეაგირება ზემოაღნიშნულ ვითარებასთნ დაკავშირებით და ვნებათაღელვა ჩააცხრეს, თუმცა დევნილთა განსახლების საკითხი ისევ პრობლემად რჩება.