რუსლან აბაშიძე ქუთაისში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრ დავით ფაცაციასთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს იმერეთის ტერიტორიული ორგანოს უფროს ბესიკ ჭანტურიასთან ერთად ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე მდებარე დევნილთა ჩასახლებაში იმყოფებოდა. მთავრობის თავმჯდომარე ადგილზე გაეცნო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების მოწესრიგების კუთხით ჩატარებული სამუშაოების მიმდინარეობას. ასევე, რუსლან აბაშიძემ მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დევნილების საჭიროებების მოგვარებაზე იმსჯელა.