აფხაზეთიდან დევნილი ბენეფიციარები ამბულატორიული დახმარების პროგრამის მიღებას ზუგდიდის "ევექსის" ჰოსპიტალში შეძლებენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, Covid-19 ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, იწყებს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე  მცხოვრები მოქალაქეებისთვის ამბულატორიული დახმარების პროგრამას - "კომპიუტერული ტომოგრაფიული გამოკვლევები დასავლეთის რეგიონში".

პროგრამა აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება და მოიცავს კომპიუტერულ ტომოგრაფიას და კომპიუტერულ ტომოგრაფიას კონტრასტით. ბენეფიციარები პროგრამით სარგებლობას ზუგდიდის "ევექსის" ჰოსპიტალში შეძლებენ.

მსურველებმა განცხადება უნდა გადააგზავნონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : contactus@mhsa.gov.ge