აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ერთობლივ დოკუმენტს ხელი უწყების ხელმძღვანელებმა მოაწერეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრმაც. ივანე დოლიძის თქმით, თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია ერთობლივი ღონისძიებები და თემატური ხასიათის შეხვედრები. მისივე განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს თანამშრომლები მათთვის საჭირო სტატისტიკური მონაცემების, გადამუშავების და სხვა საკითხების შესახებ საქსტატისგან პროფესიულ კონსულტაციებს და რჩევებს მიიღებენ.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, მემორანდუმი ორი უწყების თანამშრომლობას კიდევ უფრო განამტკიცებს და მხარეები ერთმანეთისთვის საჭირო ინფორმაციას გაცვლიან. კერძოდ კი, დოკუმენტის თანახმად, დაინტერესების შემთხვევაში საქსტატი უწყებაში არსებულ სტატისტიურ ინფორმაციას, კვლევებს და სხვა მონაცემებს მიაწვდის სამინისტროს.