აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
ვახტანგ ყოლბაია აეროდრომის დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა და დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

ვახტანგ ყოლბაია თბილისში, აეროდრომის დასახლება ქუჩა №11- ში კომპაქტურად ჩასახლებულ ობიექტს ეწვია, სადაც აფხაზეთიდან დევნილი II ჯგუფის ინვალიდები, ომის ვეტერანები, მარჩენალ-დაკარგული და სოციალურად დაუცველი ოჯახები ცხოვრობენ.

მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელ პირობებს გაეცნო, სააღდგომო საჩუქრები გადასცა და დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

საჩუქრები დაურიგდათ აეროდრომის დასახლება ქუჩა №11- ში (მე-3 და მე-5 კოპრუსი) და ქინძმარაულის ქუჩა № 10- ში კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილებს.

სააღდგომო აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დევნილთა  საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებით განხორციელდა. აქციის მხარდამჭერები არიან კომპანიები: „გაგრა +", „მითანა", „ხარება", „თელიანი ველი", „IDS ბორჯომი საქართველო", „იფქლი", „კანი" და „კოკა-კოლა".