ვაზიანში მდებარე დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და სსიპ აფხაზეთის გეოლოგიის და მინერალური რესურსების სააგენტოს ორგანიზებით COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში სოფელ ვაზიანში მდებარე დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. პირველ ეტაპზე მთელი ქვეყნის მასშტაბით სადეზინფექციო სამუშაოები დევნილთა კომპაქტურად ჩასახლებულ 1323 ობიექტზე განხორციელდა.

ვაზიანში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და სსიპ აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტო ხელმძღვანელი მინდია სილოგავა იმყოფებოდნენ, რომლებიც ადგილზე გაეცნენ სამუშაოების მიმდინარეობას. მთავრობის თავმჯდომარემ ასევე დევნილებთან შეხვედრისას მათ საჭიროებებზე მორგებულ სხვადასხვა პროექტზე ისაუბრა.